ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

ფიზმომზადებით შეპყრობილია - რატომ შეუმოწმა ფლიკმა ფეხბურთელებს კბილები?

ჰანსი ფლიკმა 11 ივლისს „ბარსელონაში“ თავისი პირველი სავარჯიშო სესია გამართა, რის შემდეგაც ესპანური პრესა გაოცებული დარჩა.

ყველასათვის ცნობილია, თუ რამდენად შეპყრობილია ფლიკი ფიზმომზადებით და რამდენად უმატებენ გუდები ამ მხრივ მის ხელში.

ამჯერად გერმანელმა სპეციალისტმა ფეხბურთელებს კბილები შეუმოწმა, რაც თავიდან ბევრისთვის უცნაურად მოჩანდა, თუმცა შემდეგ ყველაფერი ნათელი გახდა.

როგორც ესპანური As-ი წერს, ფეხბურთელებს ხშირად ისეთი სტომატოლოგიური პრობლემები აწუხებთ, როგორიც არის გინგივიტი და პარადონტიტი, ანუ ღრძილების ანთება. აღნიშნული დაავადება ხელს უშლის საჭმლის მონელებას, რაც ავტომატურად შემდეგ ნეგატიურ გავლენას ახდენს კუნთებზე. ეს კი შესაბამისად ფეხბურთელის ფიზმომზადებას ცუდად ისახება.

ფლიკი ფიზმომზადებით შეპყრობილია. მან „ბარსას“ ჩაბარების შემდეგ, მალევე გუნდის სავარჯიშო სესიების რაოდენობა ორჯერ გაზარდა. ამ მხრივ „ბარსელონაში“ რევოლუციურ ცვლილებებს ელიან და ახალი სეზონის სტარტს ყველა მოუთმენლად ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დიდი შანსი საზონოვს, რომ თავი გამოიჩინოს“ - ტურინული გამოცემა
„დიდი შანსი საზონოვს, რომ თავი გამოიჩინოს“ - ტურინული გამოცემა