„ინგლისი ძალიან ძლიერია, ურთულესი მატჩი გველოდება“ | დე ლა ფუენტე ფინალზე
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა. „ფურია როხას“ მეტოქე ინგლისის ნაკრები გახლავთ და დე ლა ფუენტემ „სამი ლომის“ მოთამაშეები შეაქო.
„ვისთან თამაში გვერჩივნა, ინგლისთან თუ ნიდერლანდებთან? ყველა ადამიანს თავის გემოვნება და მოსაზრება აქვს. ორივე კარგი ნაკრებია და ტურნირის დაწყებამდე, მათ ჩემპიონობის პრეტენდენტებს შორის მოიაზრებდნენ. ინგლისი ძალიან ძლიერია და გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს. სამ ლომთან ურთულესი შეხვედრა გველოდება.
საფრანგეთთან და გერმანიასთან ერთად, ინგლისი ყოველთვის ფავორიტთა შორის იქნება. სამი ლომის რიგებში მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ, მაგრამ გვინდა, პროგრესის ჩვენება და ზრდა გავაგრძელოთ. ფინალის მოსაგებად საჭირო იქნება, ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია ვაჩვენოთ“.
შეგახსენებთ, რომ ინგლისმა ნახევარფინალში ნიდერლანდებს 2:1 სძლია. „სამი ლომის“ მხრიდან გოლები ჰარი კეინმა და ოლი უოტკინსმა გაიტანეს. ესპანეთმა საფრანგეთს დანი ოლმოსა და ლამინ იამალის გოლებით 2:1 მოუგო.