ჟოაუ პალინია
Aa
Aa

„ბაიერნში თამაში ახდენილი ოცნებაა“ | პალინია ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა

მიუნხენის „ბაიერნმა“ ჟოაუ პალინიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა „რეკორდმაისტერთან“ 2028 წლის ივნისამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა და „ფულემმა“ მის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს პლუს ბონუსები მიიღო.

„ჩემს ცხოვრებაში ერტ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღეა. ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბში თამაში ახდენილი ოცნებაა და ამით ძალიან ვამაყობ. მოუთმენლად ველი, როცა აქაურ ატმოსფეროს შევიგრძნობ და ალიანც არენაზე გულშემატკივრებს შევხვდები. მინდა, ბაიერნთან ერთად ტიტულები მოვიგო და ყველაფერს გავიღებ, რათა ეს გავაკეთო“, - აღნიშნა პალინიამ.

„გასული ზაფხულის შემდეგ პოზიცია არ შეგვიცვლია და როგორც იქნა, პალინია ჩვენთანაა. ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება. ჟოაუ ძლიერია ვარდნებსა და მეორე სართულზე თამაშში. მას შეუძლია, გუნდში სტრუქტურა და სტაბილურობა დაამკვიდროს. ამასთან, მას საოცარი ხასიათი აქვს და ნამდვილი ლიდერია“, - განაცხადა „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა, კრისტოფ ფროინდმა.

ცნობისთვის, პალინიას გარდა, „რეკორდმაისტერი“ ნახევარდაცვის გაძლიერებას ჩავი სიმონსის ტრანსფერით აპირებს. ეს უკანასკნელი ბევრი კლუბის რადარზე იმყოფება და ერთ-ერთი „რეკორდმაისტერია“.

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სატრანსფერო სიის სათავეში მოექცა | რომა მიქაუტაძისთვის წინადადებას ამზადებს
სატრანსფერო სიის სათავეში მოექცა | რომა მიქაუტაძისთვის წინადადებას ამზადებს