ჰარი კეინი, ჩავი სიმონსი, ოლი უოტკინსი
Aa
Aa

საუთგეიტმა ისტორია გადაწერა | ევროს 21-ე დღის გამორჩეული ფაქტები

გერმანიაში მიმდინარე ევრო 2024-ის 21-ე სათამაშო დღეს ნიდერლანდები-ინგლისის 1/2 ფინალური მატჩი გაიმართა. CrystalSport-ი გთავაზობთ დღის გამორჩეულად საინტერესო ფაქტებსა თუ სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც ამ შეხვედრასა და მასში მონაწილე ფეხბურთელებს უკავშირდება.

ინგლისის ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში, მე-6 გუნდია, რომელიც ფინალში ზედიზედ ორ ტურნირზე გავიდა - საბჭოთა კავშირი (1960-64); გერმანია (1972-76; 1976-80 და 1992-96) და ესპანეთი (2008-12). ინგლისელებამდე, წინა ხუთს ევროპის ჩემპიონატი მინიმუმ ერთხელ მაინც აქვს მოგებული.

ინგლისის ნაკრები თავისთვის რიგით 27-ე დიდ ტურნირს თამაშობს, მათ შორის ბოლო 4 გარეტ საუთგეიტის ხელმძღვანელობით - ამ 4-დან 2-ში ფინალში გავიდა, დანარჩენ 23 ტურნირზე კი მხოლოდ 1 ფინალი ითამაშეს.

გარეტ საუთგეიტმა, ევროპის ჩემპიონატის ეგიდით, მწვრთნელის რანგში, მე-13 მატჩი ჩაატარა და არც ერთხელ დამარცხებულა - 9 მოგება და 4 ფრე. მისი ეს წაუგებელი სვლა, მწვრთნელებს შორის, ყველა დროის რეკორდია.

დიდი ტურნირების პლეი-ოფის ეგიდით, პირველად მოხდა, როცა ინგლისის ნაკრებმა გაიტანა ისეთი გოლი, რომლის დროსაც ასისტენტიც და გოლის ავტორიც ცვლილებაზე იყო გამოსული.

89:59 – ოლი უოტკინსმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის 1/2 ფინალების ისტორიაში, ყველაზე გვიანი გოლი გაიტანა. იგულისხმება ძირითად დროში დასრულებული მატჩები.

ოლი უოტკინსის გოლისას, ინგლისის ნაკრებმა ნიდერლანდებთან მეორე ტაიმში კარში ზუსტად პირველად დაარტყა.

ოლი უოტკინსი ასტონ ვილას მე-2 ფეხბურთელია, რომელსაც, ინგლისის რიგებში, დიდ ტურნირებზე გოლი გაუტანია. პირველი დევიდ პლატია - 1990-ის მსოფლიოზე, 3 გოლი.

ჰარი კეინმა ევროს პლეი-ოფში მე-6 გოლი გაიტანა, რაც ყველა დროის რეკორდია.

ევროპელ ფეხბურთელთა შორის, ჰარი კეინს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში 9 გოლი აქვს გატანილი, რაც ყველა დროის რეკორდია.

ჰარი კეინი, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში, მე-3 ფეხბურთელია, რომელმაც 1/2 ფინალურ მატჩში ზედიზედ ორ ტურნირზე გაიტანა. 1960 და 1964-ის ევროების 1/2 ფინალში გოლები საბჭოთა კავშირის შემტევებმა - ვიქტორ პონედელნიკმა და ვალენტინ ივანოვმა შეაგდეს.

ინგლისის ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში, პირველი გუნდია, რომელიც ფინალში ისე გავიდა, რომ 1/4 ფინალშიც და 1/2 ფინალშიც აგებდა.

ევროპის ჩემპიონატის ეგიდით, ინგლისის ნაკრებმა მოიგო ბოლო 6-დან 5 ისეთი მატჩი, როცა ანგარიში მეტოქემ გახსნა. გამონაკლისია შვეიცარიასთან შეხვედრა, რომელიც გუნდმა პენალტებით მაინც მოიგო. ანალოგიური შედეგი ისტორიაში მხოლოდ საფრანგეთსა და ესპანეთს აქვთ.

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის ეგიდით, ნიდერლანდების ნაკრები 1/2 ფინალურ ეტაპზე მე-7-ედ დამარცხდა, რაც ყველა დროის მე-2 ყველაზე მაღალი მაჩვენებელია - გერმანია (8).

ნიდერლანდების ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/2 ფინალში მე-6-ედ თამაშობდა და მათგან მხოლოდ ერთხელ გავიდა ფინალში - 1988 და ჩემპიონიც გახდა.

ევრო 1996-ის 1/2 ფინალში, გერმანიასთან, შირერის მე-3 წუთზე გატანილი გოლის შემდეგ, ჩავი სიმონსის მიერ გუშინდელ მატჩში მე-7 წუთზე გატანილი გოლი, ტურნირის ამ რაუნდში გატანილი ყველაზე სწრაფი გოლია.

21 წლისა და 80 დღის ასაკში, ჩავი სიმონსი ყველაზე ახალგაზრდა ნიდერლანდელია, რომელმაც დიდი ტურნირის პლეი-ოფის მატჩში გოლი შეაგდო.

პატრიკ კლუივერტის (ევრო 1996-ზე, 19 წლისა და 353 დღის ასაკში) შემდეგ, 21 წლისა და 80 დღის ასაკში, ჩავი სიმონსი ყველაზე ახალგაზრდა ნიდერლანდელია, რომელმაც ევროს ფინალურ ეტაპზე გოლი შეაგდო.

19 წლისა და 82 დღის ასაკში, კობი მეინუ ყველაზე ახალგაზრდა ინგლისელია, რომელსაც დიდი ტურნირის 1/2 ფინალში უთამაშია. გუშინდელ მატჩში არავის ჰქონია მასზე მეტი ვარდნა და ჩაჭრა - 2-2.

ევროპის ჩემპიონატის 1/2 ფინალების ისტორიაში პირველად მოხდა, როცა ძირითად შემადგენლობებში ჯამურად ოთხი 21-წლამდე ფეხბურთელი იყო - ვერბრუგენი, სიმონსი, მეინუ, ბელინგემი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები