ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ახალი წინადადება ნაპოლის | პარი სენ-ჟერმენს კვარა-ოსიმენის დუეტის გაფორმება უნდა

Corriere dello Sport-ის დღევანდელ ნომერში, ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. იტალიური გამოცემის მიხედვით, „პარი სენ-ჟერმენი“ „ნაპოლის“ დაუკავშირდა და ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე წინადადებით მიმართა.

პარიზელთა პრეზიდენტს, ნასერ ალ-ხელაიფის ორივე ფეხბურთელის გადაყვანა უნდა და მათ სანაცვლოდ 200 მილიონ ევროს ჩამოვიდა. „პარტენოპეიმ“ პსჟ-ს პასუხი უკვე შეუთვალა და შეთავაზებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ნეაპოლელებისთვის „კვარა“ ხელშეუხებელია და ამ ზაფხულს, მისი გაყიდვა გამორიცხულია.

„პარი სენ-ჟერმენმა რულეტის ბორბალი დაატრიალა და 9 და 77 ნომრების სანაცვლოდ 200 მილიონს ჩამოვიდა. ალ-ხელაიფის არ უნდა, ტყუპები განაცალკეოს, მაგრამ ფაქტია, რომ 77 ნომრით მოთამაშე ფეხბურთელი გუნდს ვერ დატოვებს, კვარა არ იყიდება.

ოსიმენთან მიმართებით, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ოღონდ, განცალკევებულ გარიგებაზეა საუბარი. ვიქტორის მომავალი ბურუსითაა მოცული. ნაპოლი მის გასაშვებად მზადაა, მაგრამ 130-მა მილიონმა ევრომ, რომელსაც ნეაპოლელები ითხოვენ და ოსიმენის 10-მილიონიანმა ხელფასმა მისი მოყვარულები დააფრთხო“, - წერს იტალიური გამოცემა.

საინტერესოა, რომ Corriere dello Sport-ის ინფორმაციას ავტორიტეტული გაზეთი, Tuttosport-იც ადასტურებს და წერს, რომ სავარაუდოდ, „კვარა“ „ნაპოლის“ წინადადებას დათანხმდება. ქართველ გარემარბს არ უნდა, კონფლიქტურ ვითარებაში აღმოჩნდეს და შესაძლოა, ხელშეკრულება გაახანგრძლივოს, რაც მისი ტრანსფერს მინიმუმ ერთი წლით გადაწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩხუბი ფეხბურთელებსა და ქომაგებს შორის | კოლუმბიამ ურუგვაი დაამარცხა და ფინალშია
ჩხუბი ფეხბურთელებსა და ქომაგებს შორის | კოლუმბიამ ურუგვაი დაამარცხა და ფინალშია