მზადება ოლიმპიადისთვის | აშშ-ის ნაკრებმა კანადა დაამარცხა
აშშ-ის საკალათბურთო ნაკრები პარიზის ოლიმპიადისთვის ემზადება და ამხანაგური შეხვედრა გამართა. სტივ კერის ბიჭები კანადის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდნენ, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე მათი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია.
კანადამ კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი 21:14 მოიგო. ამერიკელები თამაშში მალევე დაბრუნდნენ, მეორე პერიოდი 27:12 მოიგეს და მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს, რომელიც საფინალო ნიშნულამდე შეინარჩუნეს - 86:72.
აშშ-ს ნაკრების რიგებში ყველაზე მეტი, 13 ქულა ენტონი ედვარდსმა ჩააგდო. სტეფ კარის 12 ქულა და 3 ასისტი ჰქონდა. ჯრუ ჰოლიდეიმ 11 ქულა დააგროვა, ლებრონ ჯეიმსმა 7 ქულა გააკეთა, ენტონი დევისმა კი ორმაგი დუბლი გაიფორმა - 10 ქულა, 11 მოხსნა. კანადელთა მხრიდან ყველაზე მეტი, 12 ქულა არ ჯეი ბარეტმა ჩააგდო. დილონ ბრუკსმა და შეი გილჯეს-ალექსანდერმა 10-10 ქულა გაიფორმეს.
ცნობისთვის, ოლიმპიადის დაწყებამდე, აშშ კიდევ ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. სტივ კერის ბიჭები ავსტრალიას, სერბეთს, სამხრეთ სუდანსა და გერმანიას დაუპირისპირდებიან.