„ჩვენი ოჯახის წევრებს თავს დაესხნენ“ | რატომ იჩხუბეს ურუგვაელებმა ქომაგებთან
2024 წლის კოპა ამერიკის მეორე ნახევარფინალში, ერთმანეთს ურუგვაისა და კოლუმბიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. „ლოს კაფეტეროსმა“ 1:0 იმარჯვა, მატჩის შემდეგ კი „ლა სელესტეს“ ფეხბურთელები ტრიბუნებზე ავიდნენ და კოლუმბიელ გულშემატკივრებთან იჩხუბეს.
ურუგვაის ნაკრების კაპიტანმა, ხოსე მარია ხიმენესმა ახსნა, ფიზიკური დაპირისპირება რამ გამოიწვია. ხიმენესმა ტურნირის ორგანიზატორები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ კოლუმბიელი ქომაგები ურუგვაის ნაკრების ფეხბურთელების ოჯახის წევრებს თავს დაესხნენ.
This is best video of the whole situation filmed by @qc_javi. The Uruguayan players are clearly telling the Colombian fans, “with family no, with family no.” And then all hell breaks lose.
— Favian Renkel (@FavianRenkel) July 11, 2024
This is the clearest video of the incident. #SoyCeleste #Celeste #CopaAmerica… pic.twitter.com/0sfJVBfPFW
„გთხოვთ, ფრთხილად იყავით. კოლუმბიელთა სექტორში მყოფი გულშემატკივრები ჩვენი ოჯახის წევრებს თავს დაესხნენ და საუბარი არ გვაცადეს. სრული კატასტროფა იყო. ჩვენი ოჯახის წევრებს საფრთხე დაემუქრათ და ტრიბუნებზე ასვლა მოგვიწია, რათა საყვარელი ადამიანები, რომლებიც სტადიონზე ბავშვებთან და ახალშობილებთან ერთად იყვნენ მოსული, დაგვეცვა.
საშინელებაა, რაც მოხდა. ადგილზე უსაფრთხოების სამსახურის ერთი წარმომადგენელიც კი არ იყო. ტურნირის ორგანიზატორებმა ფეხბურთელთა ოჯახების მიმართ უფრო მეტი ყურადღება და სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რადგან ყველა თამაშში ერთი და იგივე ხდება. ჩვენი ოჯახის წევრები ზარალდებიან, რადგან ვიღაცებმა ორი ჭიქა ალკოჰოლი მიიღეს და უტვინო ადამიანებივით იქცევიან“.
ცნობისთვის, მატჩის დასრულების შემდეგ, სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, CONMEBOL-მა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და ძალადობა დაგმო. ჯერჯერობით უცნობია, ფეხბურთელებს ან გულშემატკივრებს რაიმე სახის სანქციები თუ ემუქრებათ.