გარეთ საუთგეიტი
Aa
Aa

საუთგეიტი: ფეხბურთელებმა ძალიან კარგი გადაწყვეტილებები მიიღეს

გარეტ საუთგეიტმა ევრო 2024-ის ნახევარფინალში ნიდერლანდებთან გამარჯვების (2:1) შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

„ძალიან კარგად ვითამაშეთ. მატჩი რთული იყო, მიდგომის შეცვლა მოგვიწია, განსაკუთრებით დაცვაში. ჩვენ ადაპტაცია მუდმივად გვიწევდა და ფეხბურთელებმა ძალიან კარგი გადაწყვეტილებები მიიღეს.

დასასრული გუნდისთვის განსაკუთრებული იყო. ეს იყო ჯილდო საქმისადმი მათი ერთგულებისთვის.

მთავარი ის არის, რომ ყველა მოთამაშე გასასვლელად მზად იყო. ჩვენ დავიწყეთ იმის შეგრძნება, რომ ძალის ნაკლებობის გამო პრესინგს ვეღარ ვახორციელებდით. ამას ჰარი კეინიც მიხვდა. მის ნაცვლად ოლი უოტკინსი ჩავრთეთ, რომელსაც ბურთის დაჭერა და მეტოქის დაპრესინგებაც კარგად გამოსდის, ის მცველების ზურგს უკან კარგად შერბის.

ჩვენ ვიგრძენით, რომ კარგი მომენტი იყო ეს ვარიანტი გამოგვეცადა. მიხარია, რომ ოლის თავისი დიდების მომენტი ჰქონდა“.

შეგახსენებთ, რომ ინგლისი 14 ივლისს ბერლინში ესპანეთს დაუპირისრდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“ფინალიც უნდა მოვიგოთ“ - ბელინგემის ნიდერლანდების დამარცხების შემდეგ
“ფინალიც უნდა მოვიგოთ“ - ბელინგემის ნიდერლანდების დამარცხების შემდეგ