რონალდ კუმანი
Aa
Aa

კუმანი: “ნიდერლანდების ნაკრებით ვამაყობ“

ევრო 2024-ის ნახევარფინალში ინგლისმა ნიდერლანდები 2:1 დაამარცხა. მატჩის დასრულების ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კუმანი:

„პირველ ტაიმში ინგლისმა ჩვენს ნახევარდაცვაში პრობლემები შექმნა. ვერ გავაკონტროლეთ ის, თუ როგორ თამაშობდნენ ისინი ხაზებს შორის ბელინგემთან და ფოდენთან ერთად. შემდეგ ნახევარდაცვა გავაძლიერე და თამაში უფრო თანაბარი გახდა. ბოლო 20-25 წუთში ვგრძნობდი, რომ ფინალში გავიდოდით, მაგრამ ინგლისმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ასეთია ფეხბურთი.. შესაძლოა დამატებითი დრო დავიმსახურეთ, მაგრამ რეალობა ასეთია. ეროვნული ნაკრებით უნდა ვიამაყოთ, რადგან კარგი ტურნირი ჩავატარეთ.

შედეგით იმედგაცრუებული ვარ. მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ და გოლი გავიტანეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გუნდს დიდი მომავალი აქვს. დიდებული ფეხბურთელები გვეზრდება. კარგად ვიმუშავეთ და ურთიერთობები განვავითარეთ. ფინალთან ახლოს ვიყავით. ამ გუნდით ვამაყობ. ფინალი? ინგლისს ესპანეთის დამარცხება შეუძლია.“

შეგახსენებთ, რომ ინგლისელთა მხრიდან ნიდერლანდელთა კარში გოლები ჰარი კეინმა და ოლი უოტკინსმა გაიტანეს. ფინალური დაპირისპირება ესპანეთის წინააღმდეგ 14 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“ფინალიც უნდა მოვიგოთ“ - ბელინგემის ნიდერლანდების დამარცხების შემდეგ
“ფინალიც უნდა მოვიგოთ“ - ბელინგემის ნიდერლანდების დამარცხების შემდეგ