ვირჯილ ვან დეიკი
Aa
Aa

ვან დაიკი: ეს ძალიან მტკივნეულია, ბოდიში...

ვირჯილ ვან დაიკმა ევრო 2024-ის ნახევარფინალში ინგლისთან მარცხის (1:2) შემდეგ პრესასთან ისაუბრა და მსაჯის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა.

„როდესაც მატჩს ასეთ გვიან ეტაპზე დათმობ, ეს, რა თქმა უნდა, საშინელებაა. შენ ყველაფერს იღებ, ყველა მაქსიმუმს აკეთებს და როცა ბოლო წუთზე ასეთი რამ გემართება... უბრალოდ საცოდაობაა, ბოდიში...

ბურთის მეტი ფლობა გაქვს და გსურს გამოიყენო ყოველი შანსი. ჩანდა, რომ ანგარიშში 2:1 დაწინაურება შეგვეძლო. მაგრამ ეს არ მოხდა და ახლა ხელცარიელი დავრჩით.

მსაჯი ძალიან სწრაფად გავიდა გასახდელში. მაგრამ მე არ მინდა მისი დადანაშაულება. უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა. ძალიან მტკივნეულია...“,

- განაცხადა ნიდერლანდელთა კაპიტანმა.

ინგლისელები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ზედიზედ მეორედ ითამაშებს. ბრიტანელები 14 ივლისს ბერლინში ესპანეთს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უოტკინსი: “პალმერს ვუთხარი, რომ პასს ის მომცემდა და მე გავიტანდი“
უოტკინსი: “პალმერს ვუთხარი, რომ პასს ის მომცემდა და მე გავიტანდი“