ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

“ფინალიც უნდა მოვიგოთ“ - ბელინგემის ნიდერლანდების დამარცხების შემდეგ

ევრო 2024-ის ნახევარფინალში ინგლისმა ნიდერლანდები 2:1 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, ჯუდ ბელინგემმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ბელინგემმა?

„რა თქმა უნდა, მივიღებთ კრიტიკას, როდესაც კარგად არ ვითამაშებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი წინსვლა გულშემატკივრებმა დაინახონ. დღეს გავიმარჯვეთ და წინ ფინალია. ისიც უნდა მოვიგოთ..

ეს მომენტი შესანიშნავია, ის გვაერთიანებს, როგორც გუნდს და ოჯახს. ეს მომენტები გვაკავშირებს და ახლა ფინალში ვართ!! ოლი უოტკინსი შემოვიდა და შესაძლებლობა გამოიყენა. მე ის ძალიან შემიყვარდა. ის აქ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა, განსხვავებით თავისი კლუბისგან.

ესპანეთი საოცრად გამოიყურებოდა მთელი ჩემპიონატის განმავლობაში. ისინი დიდებულ ფეხბურთს თამაშობენ. ჩვენ დავსხდებით და მათი თამაშის ანალიზს გავაკეთებთ. ფინალში გამარჯვებისთვის მაქსიმუმს გავიღებთ.“

შეგახსენებთ, რომ ინგლისელთა მხრიდან ნიდერლანდელთა კარში გოლები ჰარი კეინმა და ოლი უოტკინსმა გაიტანეს. ფინალური დაპირისპირება ესპანეთის წინააღმდეგ 14 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები