ბოლო წუთების დრამა დორტმუნდში - ინგლისი ფინალშია
ევროპის ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ნიდერლანდები ინგლისს დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.
რონალდ კუმანის გუნდმა მატჩი კარგად და მაღალ ტემპში დაიწყო და მე-7 წუთზე ჩავი სიმონსის გოლით დაწინაურდნენ კიდეც.
ინგლისი გონს მალევე მოვიდა და მე-18 წუთზე ჰარი კეინმა თავისივე მოპოვებული პენალტი გოლად აქცია.
ამის შემდეგ გუნდებმა ნელ-ნელა ტემპი დააგდეს. შეხვედრა ნაკლებად სანახაობრივი გახდა.
ნიდერლანდელებს მემფის დეპაის ტრავმა დაეტყოთ. გარეთ საუთგეიტმა კი მატჩის მიწურულს რისკიანი, მაგრამ სწორი ცვლილებები გააკეთა - ჰარი კეინისა და ფილ ფოდენის ნაცვლად მოედანზე ოლი უოტკინსი და კოულ პალმერი შეუშვა.
ცვლილებებიდან ზუსტად 10 წუთში პალმერის პასით უოტკინსმა 91-ე წუთზე უზუსტესი დარტყმით გაიტანა.
ამრიგად, ინგლისის ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონატის ფინალშია. 14 ივლისს ბერლინში მათი მეტოქე ესპანეთი იქნება.