უოტკინსი: “პალმერს ვუთხარი, რომ პასს ის მომცემდა და მე გავიტანდი“
ევრო 2024-ის ნახევარფინალში ინგლისმა ნიდერლანდები 2:1 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, გამარჯვების მომტანი გოლის ავტორი ოლი უოტკინსი ჟურნალისტებს ესაუბრა.
რა თქვა უოტკინსმა?
„რამდენიმე კვირაა ამ მომენტს ველოდები. დიდი შრომა დამჭირდა იმისთვის, რომ მოვსულიყავი იქ, სადაც ახლა ვარ. აღფრთოვანებული ვარ!! ჩემს შვილებს ვფიცავ, დილით პალმერს ვუთხარი, რომ ცვლილებაზე ორივე შევიდოდით, ის პასს მომცემდა და მე გავიტანდი. ეს საუკეთესო გრძნობაა, რაც ოდესმე განმიცდია.
ინგლისის ნაკრების მიმართ ბევრი კრიტიკა იყო, მაგრამ ჩვენ ფინალში ვარ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ თითქოს ცუდად დავიწყეთ და შემდეგ ეტაპობრივად განვვითარდით. ბევრი რამ გამოვიარეთ, მათ შორის პენალტები.. ფინალში დამსახურებულად გავედით.“
შეგახსენებთ, რომ ოლი უოტკინსი ცვლილებაზე გამოვიდა და გამარჯვების მომტანი გოლი 91-ე წუთზე გაიტანა. ინგლისის ეროვნული ნაკრები ფინალში ესპანეთს შეხვდება. აღნიშნული დაპირისპირება 14 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.