ჩემპიონთა ლიგა: ბათუმის დინამო ლუდოგორეცთან სტუმრად დამარცხდა
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი ტურის პირველ შეხვედრაში საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ ბულგარეთში „ლუდოგორეცთან“ 1:3 დამარცხდა.
მასპინძლებმა პირველი ტაიმი დამაჯერებლად 2:0 მოიგეს და სოლიდური უპირატესობაც ჰქონდათ.
მეორე ნახევარში 62-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა გომისის პასის შედეგად ტექნიკურად ითამაშა და ანგარიშში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა.
ბათუმელებმა ანგარიშის შენარჩუნება ან მომატება ვერ შეძლეს და 72-ე წუთზე ჯარიმიდან მესამეც გაუშვეს. ამ მომენტში მეკარე სილვას შეცდომაზეც შეიძლება საუბარი.
ანდრეი დემჩენკოს გუნდი ზუსტად ერთ კვირაში ბათუმში საკუთარ კედლებში ვითარების გამოსწორებას და შემდეგ ეტაპზე გასვლას შეეცდება.