ტორინო, საბა საზონოვი
Aa
Aa

„დიდი შანსი საზონოვს, რომ თავი გამოიჩინოს“ - ტურინული გამოცემა

ტურინული გამოცემა toro.it-ი საბა საზონოვის შესახებ წერს, რომელსაც „ტორინოში“ მეორე შანსი მიეცა და შესაძლებლობა აქვს გუნდის სასტარტოს მცველად იქცეს.

„ბუონჯორნოს, ჯიჯისა და როდრიგესის წასვლის შემდეგ, ტორინოს დაცვა საჭიროებს აღდგენას და საზონოვს შეუძლია ამით ისარგებლოს, რათა თავი გამოიჩინოს.

ერთი დარტყმით ტორინომ დაკარგა ოთხი მცველი, რომელთაგან ზოგს გუნდში დიდი როლი ჰქონდა, ზოგს ნაკლებად, მაგრამ გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეები იყვნენ. აქედან გამომდინარე მწვრთნელს ახალი სეზონისთვის შეზღუდული რესურსით მოუწევს მუშაობა. ამჟამად დაცვის ხაზში მხოლოდ მაზინა, საზონოვი და ორი ახალგაზრდა დელავალე და მენდეში არიან. ეს ვითარება რამდენიმე მოთამაშისთვის შანსია. მაგალითად, საზონოვისთვის, რომელიც გასულ სეზონში დამაჯერებელი არ ყოფილა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ბუონჯორნოს ჯერ გუნდი ოფიციალურად არ დაუტოვებია (მალე ნაპოლიში გადავა), დაცვის ხაზმა დამაჯერებლობა უკვე დაკარგა.

ამ ყველაფრის ფონზე გამორჩეული შეიძლება საბა საზონოვი იყოს. მას გასულ სეზონში დამაჯერებელი მატჩები არ ჰქონია. მან მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა. ამჯერად, თუ ახალი მცველები გუნდს კარგად ვერ შეეწყობიან, საზონოვს შანსი ექნება ძირითადის მცველი გახდეს. მას სხვების ფონზე უპირატესობა აქვს, რადგან მას მწვრთნელთან პირველივე დღიდან მუშაობის უპირატესობა აქვს“.

ამრიგად, მიმდინარე ზაფხულის პრესეზონი საზონოვისთვის ბევრ რამეს გადაწყვეტს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპორტულმა დირექტორმა არ იცოდა, რომ გაყიდეს | ზურიკოს ბორდოში მძიმე სიტუაციაა
სპორტულმა დირექტორმა არ იცოდა, რომ გაყიდეს | ზურიკოს ბორდოში მძიმე სიტუაციაა