„შამათი! ილაპარაკე ახლა!“ - იამალმა რაბიოს უპასუხა
ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთმა საფრანგეთს 2:1 მოუგო. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ულამაზესი გოლის ავტორი ლამინ იამალი დასახელდა.
16 წლის გარემარბმა მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ადრიენ რაბიოს უპასუხა:
„შამათი. წინ ესპანეთი! ჩვენ ფინალში ვართ“. - დაწერა იამალმა. როგორც შემდეგში გაირკვა, ეს ადრიენ რაბიოს მიმართ პასუხი იყო.
View this post on Instagram
ფრანგების შუახაზელმა ფინალამდე იამალის წინა პოსტზე კომენტარი დაწერა.
„ჩუმად იარე. ილაპარაკე მაშინ, როცა დროა თქვა მატი“. დაწერა იამალმა. ამის შესახებ კი რაბიომ განაცხადა, რომ იამალის კომფორტის ზონიდან გამოყვანა სურს.
საფინალო სასტვენის შემდეგ კი იამალმა კამერაში დაიყვირა: „ილაპარაკე ახლა, ილაპარაკე ახლა!“
შეგახსენებთ, რომ 16 წლისა და 362 დღის ლამინ იამალი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა. ის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც ევროზე გოლი გაიტანა და პლუს ამას 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან პელეს რეკორდიც გააუმჯობესა, რომელსაც დიდ ტურნირებზე ყველაზე ახალგაზრდული გოლის ავტორი იყო - 17 წლის და 239 დღის.