გიორგი მამარდაშვილი, ლოთარ მათეუსი
Aa
Aa

Eldesmarque: ბაიერნი მამარდაშვილს ვერ ივიწყებს

მიუნხენის „ბაიერნი“ გიორგი მამარდაშვილს ვერ ივიწყებს და მის ტრანსფერზე მუშაობას კვლავ გეგმავს.

მანუელ ნოიერი 28 ივლისამდე შვებულებაშია. როგორც ცნობილია მამარდაშვილს სათამაშო პრაქტიკა სურს და სათადარიგო მეკარეობას არ აპირებს.

ესპანური eldesmarque-ის ცნობით, „ვალენსია“ მამარდაშვილის გასაყიდად მზადაა, თუმცა კლუბიც და ქართველი მეკარეც ერთ აზრზე არიან და ტრანსფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ მამარდა თავის ახალ კლუბში სასტარტოს მეკარე იქნება და გუნდიც ევროტურნირზე უნდა თამაშობდეს, სასურველია ჩემპიონთა ლიგაზე.

წყარო დასძენს, რომ მამარდაშვილის ფასი 35 მილიონ ევროს არასდროს ჩამოსცდება. ამ ფაქტმა კი ქართველისთვის ბრძოლას „ნიუკასლი“ გამოთიშა. „ბაიერნი" კი ამ ტრანსფერზე დღემდე ფიქრობს. აშკარაა, რომ „რეკორდმაისტერის" ინტერესი სოლიდურია.

მამარდას ესპანეთთან მატჩის შემდეგ, თავის მომავალზე ჰკითხეს, რაზეც ასეთი პასუხი გასცა:

„ბაიერნს ჯერ კიდევ ჰყავს მსოფლიოში საუკეთესო მეკარე. ამიტომ, ამჟამად იქ ჩემი წასვლა შეუძლებელია. მე წავალ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სათამაშო პრაქტიკა მექნება. თუ არ ვითამაშებ, მაშინ ასეთ კლუბში არ გადავალ“.

და ბოლოს, ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას მამარდაშვილის შესახებ კომენტარი ლეგენდარულმა გერმანელმა ლოთარ მათეუსმა გააკეთა:

„ვალენსიამ მამარდაშვილის შესაძლებლობები კარგად იცის. მანუელ ნოიერის წასვლის შემდეგ, მას შეუძლია მისი ღირსეული მემკვიდრე გახდეს. მაქვს ინფორმაცია, რომ, თუ მანუ გუნდიდან წავა, ბაიერნი მამარდაშვილის ტრანსფერზე იმუშავებს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპორტულმა დირექტორმა არ იცოდა, რომ გაყიდეს | ზურიკოს ბორდოში მძიმე სიტუაციაა
სპორტულმა დირექტორმა არ იცოდა, რომ გაყიდეს | ზურიკოს ბორდოში მძიმე სიტუაციაა