ასტონ ვილა დატოვა - კოუტინიო ვასკო და გამაში გადავიდა
ბირმინგემის ასტონ ვილას ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა, რომ ფილიპე კოუტინიო ვასკო და გამაში გადავიდა.
აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელ ნახევარმცველს მიმდინარე წლის მაისში ინგლისურ კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა სურდა, თუმცა არ გამოუვიდა. ახლა კი გუნდი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა.
შეგახსენებთ, რომ კოუტინიომ გასული სეზონი იჯარის წესით ალ დუჰაილში გაატარა, სადაც ყველა ტურნირზე ერთად 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ ფილიპე სხვადასხვა დროს ინტერში, ლივერპულში, ბარსელონაში და ბაიერნში თამაშობდა. საფეხბურთო კარიერა კი სწორედ ვასკო და გამაში დაიწყო.