დიდიე დეშამი
Aa
Aa

ოფიციალურად - დიდიე დეშამი საფრანგეთს 2026 წლის მუნდიალზეც უხელმძღვანელებს

საფრანგეთის ნაკრები ევრო 2024-ის ნახევარფინალში ესპანეთთან დამარცხდა. დიდიე დეშამმა კვლავ ვერ შეძლო მწვრთნელის რანგში ევროპის ჩემპიონატის მოგება.

სპორტულ მედიაში აქტიურად იწერებოდა, რომ დეშამს დაკავებული თანამდებობიდან გადააყენებდნენ, თუმცა დღეს ყველა ჭორს წერტილი დაესვა.

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ დეშამი მამლებს 2026 წლის მუნდიალზეც გაწვრთნის. რომანომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სიტყვები გაავრცელა.

„დეშამს აქვს კონტრაქტი და მან მიაღწია იმ სპორტულ შედეგებს, რომელიც დავუსახეთ. დიდიე საფრანგეთის ნაკრებში თავის მისიას გააგრძელებს.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებმა უსახური ფეხბურთი ითამაშე. ჯამში გაიტანა 4 გოლი და აქედან 2 ავტო გოლი იყო. ერთი პენალტის ნიშნულიდან მბაპეს ანგარიშზეა, ხოლო ერთი რანდალ კოლო მუანის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხამესი ისევ მადრიდში? - ტრანსფერი საკმაოდ რეალურია
ხამესი ისევ მადრიდში? - ტრანსფერი საკმაოდ რეალურია