„თავი დაანებეთ, მისთვის ნაკრების კარი ყოველთვის ღიაა“ - სკალონიმ მესიზე ისაუბრა
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ კანადასთან გამარჯვების შემდეგ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის ნაკრების კარი ყოველთვის ღია იქნება.
რა თქვა სკალონიმ:
„თავი დაანებეთ მას და მიეცით მოსვენების შესაძლებლობა. ლეომ იცის, რომ ჩვენ, ნებისმიერი მხრიდან მას კარს არ დავუხურავთ. მას შეუძლია დარჩეს ჩვენთან რამდენი ხანიც უნდა, თუნდაც პენსიაზე გასვლის შემდეგ. მისი ნახვა ყოველთვის გამიხარდება“.
შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკის ნახევარფინალში არგენტინის ნაკრებმა კანადა ხულიან ალვარესისა და ლიონელ მესის გოლებით 2:0 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ურუგვაისა და კოლუმბიის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.