დილა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა
Aa
Aa

გორის დილას კვლავ პორტუგალიელი გაწვრთნის

გორის „დილას“ ცნობილი პორტუგალიელი ფეხბურთელი და შემდგომში უკვე მწვრთნელი, ფრანჩესკო მიგელ კასტრო ჩაიბარებს. ინფორმაცია გორულმა კლუბმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

რა წერია განცხადებაში:

ჩვენი გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი 45 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი ფრანჩესკო მიგელ კასტრო იქნება. მას ამ დრომდე მთავარი მწვრთნელის ასისტენტად სამშობლოში უმუშავია. იგი იყო ,,მორიერენსეს“  „ვიტორია გიმარაეშის“ მეორე  გუნდის,  ბოლოს კი „კოვილას“  მთავარი მწვრთნელის თანაშემწე. საფეხბურთო კარიერაში კი ნათამაშები აქვს ბრაგას და „მორიერნესეს“ რიგებში.

მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოზიციაზე, ასევე პორტუგალიელი სერხიო სანტოსი იქნება, 45 წლის სპეციალისტს სამწვრთნელო კარიერა სამშობლოში პორტუგალიის ქვედა ლიგის კლუბებში - „სანტიაგოს“ „მირანდელას“ და „ფელგუეირას“ რიგებში აქვს გატარებული. სადაც მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა.

ჩვენს გუნდში გენერალური მენეჯერის  პოზიციაზე კი იმუშავებს, წარსულში ცნობილი პორტუგალიელი ფეხბურთელი, რიკარდო კოშტა, რომელიც ფეხბურთელობის დროს თამაშობდა ისეთ კლუბებში, როგორიცაა, „ვალენსია“ „ვოლფსბურგი“, რომელთან ერთადაც გერმანიის ჩემპიონობა იზეიმა,   „ლილი“  და მშობლიური „პორტუ“ რომლის რიგებშიც 2004 წელს ჟოზე მოურინიოს თაოსნობით ჩემპიონთა ლიგა მოიგო და 4 ჯერ  გახდა ქვეყნის ჩემპიონი, ხოლო 2  ჯერ ქვეყნის თასის მფლობელი, 5 ჯერ კი ქვეყნის სუპერთასის მფლობელი. მას პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ჩატარებული აქვს 22 მატჩი სადაც თავი 1 გოლით გამოიჩინა. მან ნაკრებთან ერთად ითამაშა, ისეთ ფორუმებზე როგორიცაა,, 2006, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატები, ასევე 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე. კარიერის დასრულების შემდეგ მის სამწვრთნელო კარიერა პორტოში განვითარდა, იგი ჯერ 19 წლამდე გუნდში მთავარი მწვრთნელის  ასისტენტად მუშაობდა, შემდეგ კი 17 წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ გორის „დილას“ ბოლო ასევე პორტუგალიელი სპეციალისტი, რუი მოტა წვრთნიდა, რომელმაც კლუბი რამდენიმე კვირის წინ დატოვა და სომხური კლუბი „ნოას“  მთავარი მწვრთნელი გახდა. „კრისტალსპორტის“ მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, სომხურმა კლუბმა მოტას 4-ჯერ მაღალი ანაზღაურება შესთავაზეს და პორტუგალიელის გადაწყვეტილების მთავარი მიზეზიც სწორედ ეს ფაქტორი გახდა.

მსგავსი სიახლეები