კილიან მბაპე, საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„გრძელი წელი იყო, დასვენება მჭირდება“ - მბაპე ესპანეთთან მარცხის შემდეგ

ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, საფრანგეთის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. ანგარიში დიდიე დეშამის გუნდმა მე-8 წუთზე, კოლო მუანის გოლით გახსნა, 21-ე და 25-ე წუთზე, იამალისა და ოლმოს გოლებით კი ესპანეთმა თამაში შემოატრიალა და საბოლოოდ, ფინალის საგზურიც მოიპოვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საფრანგეთის ნაკრების ლიდერი, კილიან მბაპე ბევრმა ვეტერანმა ფეხბურთელმა გააკრიტიკა და მას სათამაშო შემართება დაუწუნა, მატჩისშემდგომ კომენტარში კი მბაპემ ყველაფერი გადაღლილობას დააბრალა და განაცხადა, რომ დასვენება სჭირდება.

რას ამბობს მბაპე:

„ესპანეთმა ჩვენზე უკეთ ითამაშა. როდესაც ვიგებდით, ორივე გოლი სწრაფად გავუშვით და თამაშში ვეღარ დავბრუნდით. მეორე ტაიმში ამის შანსები გვქონდა, მაგრამ ვერ შევძელით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ტურნირი ჩაშლილია, ევროპის ჩემპიონობა ძალიან მინდოდა. საკმაოდ გრძელი წელი იყო, ახლა კი დასასვენებლად წასვლა მინდა... დასვენება მჭირდება. მარტივია იმის თქმა, რომ ცუდად ვითამაშე და სახლში მივდივარ... დასვენება ნამდვილად მჭირდება. ხვალიდან ახალი ცხოვრება დაიწყება“.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ ევროპის ჩემპიონატზე 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი მხოლოდ 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ესპანეთის ნაკრები ფინალში ნიდერლანდებისა და ინგლისის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები