მამუ იოკიჩთან ერთად? | დენვერს ქართველი კალათბურთელის გაფორმება ურჩიეს
სანდრო მამუკელაშვილი შეუზღუდავი სტატუსის მქონე თავისუფალი აგენტია და ნებისმიერ კლუბთან შეუძლია კონტრაქტის გაფორმება. საკალათბურთო გამოცემამ, Hoopshabit-მა „მამუზე“ დაწერა და „დენვერ ნაგეთსს“ მასთან ხელშეკრულების დადება ურჩია.
The Nuggets have had a lackluster summer but they can change that by pursuing 3 newly available free agents. #MileHighBasketball #PorVida
— HoopsHabit (@HoopsHabit) July 9, 2024
(✍???? @crdurrett)https://t.co/MB6QlODkEZ
„გასული სეზონის დიდი ნაწილი ისე გავიდა, მამუკელაშვილი სან ანტონიო სპურსის როტაციაში ვერ ხვდებოდა და თავის გამოჩენის შანსი მხოლოდ რეგულარულის დასკვნით ეტაპზე მიიღო. სანდრომ გულშემატკივრებს იმედი არ გაუცრუა და ბოლო შვიდ შეხვედრაში, საშუალოდ 11.6 ქულასა და 9.7 მოხსნას აგროვებდა.
მამუ კარგი მსროლელი და მომხსნელია, რაც მძიმე ფორვარდის პოზიციაზე, მას დენვერისთვის მშვენიერ ვარიანტად აქცევს. ქართველი კალათბურთელი ყველაზე მეტად ბურთის გარეშე მოძრაობითა და პასების გაკეთების უნარით გამოირჩევა. როცა მისი მცველი სხვა მხარეს იყურება, მამუკელაშვილი თავისუფალ ზონაში შესანიშნავად შედის და ამის წყალობით, შესაძლებელია, ნიკოლა იოკიჩის მხარდამხარ დიდ წარმატებას მიაღწიოს“, - წერს Hoopshabit-ი.
ცნობისთვის, გასულ სეზონში, მამუკელაშვილმა მონაწილეობა 46 შეხვედრაში მიიღო და საშუალოდ 4.1 ქულას, 3.2 მოხსნასა და 1.1 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.