კილიან მბაპე, დანი ოლმო, ლამინე იამალი
Aa
Aa

იამალმა ისტორია გადაწერა | ევროს მე-20 დღის გამორჩეული ფაქტები

გერმანიაში მიმდინარე ევრო 2024-ის მე-20 სათამაშო დღეს ესპანეთი-საფრანგეთის 1/2 ფინალური მატჩი გაიმართა. CrystalSport-ი გთავაზობთ დღის გამორჩეულად საინტერესო ფაქტებსა თუ სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც ამ შეხვედრასა და მასში მონაწილე ფეხბურთელებს უკავშირდება.

ესპანეთის ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში, პირველი გუნდია, რომელმაც ერთ კონკრეტულ გათამაშებაზე 6 მატჩი მოიგო. მსოფლიო ჩემპიონატის ეგიდით, ასევე ერთადერთი გუნდია, რომელმაც ერთ ტურნირზე ამაზე მეტი შეხვედრა მოიგო - ბრაზილია (2002-ში, 7 მოგება).

ესპანეთის ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში, პირველი გუნდია, რომელმაც ტურნირის ზედიზედ 6 მატჩი პენალტების სერიის გარეშე მოიგო.

ესპანეთის ნაკრებს ბოლო 8 შეხვედრა ზედიზედ აქვს მოგებული, რაც 2010 წლის შემდეგ მათთვის სარეკორდო შედეგია - ვისენტე დელ ბოსკეს ხელმძღვანელობით, ისტორიაში ყველაზე გრძელი მოგებათა სერია 12-მატჩიანი იყო.

ესპანეთის ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში ბოლო 13-დან 12 შეხვედრა აქვს მოგებული.

ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში მეხუთედ გავიდა, რაც ტურნირის ისტორიაში მე-2 მაჩვენებელია - გერმანია 6-ჯერ.

16 წლისა და 362 დღის ასაკში, ლამინე იამალი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე გოლი გაიტანა. პელეს რეკორდი გააუმჯობესა - 1958-ის მსოფლიოზე, 17 წელი და 239 დღე.

16 წლისა და 362 დღის ასაკში, ლამინე იამალი, დიდი ტურნირების ისტორიაში, 1/2 ფინალური მატჩის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა. პელეს შედეგი გააუმჯობესა - 1958-ის მსოფლიოზე, 17 წელი და 239 დღე.

38 წლისა და 231 დღის ასაკში, ხესუს ნავასი, დიდი ტურნირების ისტორიაში, 1/2 ფინალური მატჩის ყველაზე ასაკოვანი მინდვრის ფეხბურთელია.

ევრო 1996-ის შემდეგ, საფრანგეთის ნაკრები დიდი ტურნირის 1/2 ფინალში პირველად დამარცხდა - მაშინ ჩეხეთთან პენალტებით წააგეს.

საფრანგეთის ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ეგიდით, ევრო 2000-ის შემდეგ პირველად წააგო, როცა ანგარიშში თავად დაწინაურდა.

დიდი ტურნირების ეგიდით, კილიან მბაპეს საფრანგეთის ნაკრების მაისურით ჩატარებულ 12 მატჩში 11 საგოლე კონტრიბუცია აქვს - 8 გოლი და 3 ასისტი.

საფრანგეთის ნაკრებმა ევრო 2024-ზე თამაშიდან პირველი გოლი 1/2 ფინალში გაიტანა. პენალტის გამოკლებით, გუნდს ამისთვის 87 კარისკენ დარტყმა დასჭირდა.

მიშელ პლატინისა და ზინედინ ზიდანის შემდეგ, რანდალ კოლო მუანი ისტორიაში მე-3 ფრანგია, რომელმაც გოლი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის 1/2 ფინალში გაიტანა.

დანი ოლმო პირველი ესპანელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ზედიზედ 3 მატჩში გაიტანა.

ესპანელებს შორის, არასდროს არავინ ყოფილა ისეთი, ვისაც ევროპის ჩემპიონატის ერთ გათამაშებაზე 5-ზე მეტი საგოლე კონტრიბუცია ჰქონია - დავიდ სილვა (ევრო 2008-ზე: 2 გოლი და 3 ასისტი) და დანი ოლმო (ევრო 2024-ზე: 3 გოლი და 2 ასისტი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები