ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

იტალიური ვარიანტი | ლოჩოშვილს მსურველი გამოუჩნდა

ლუკა ლოჩოშვილმა შესაძლოა ადგილსამყოფელი გამოიცვალოს. საქართველოს ნაკრების მცველი „კრემონეზეს“ რიგებში ასპარეზობს და კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, მაგრამ მსურველი უკვე გამოუჩნდა.

Quotidiano Nazionale-ის ინფორმაციით, „ლოჩო“ „ბრეშას“ რადარზე მოექცა, რომელიც „კრემონეზეს“ მსგავსად, სერია B-ში ასპარეზობს. „რონდინელის“ დაცვის ხაზის გაძლიერება აქვს გადაწყვეტილი და ერთ-ერთი, ვისაც აკვირდება, ლოჩოშვილი გახლავთ.

ამ მომენტისთვის, „ბრეშას“ სამი ცენტრალური მცველი ჰყავს და ერთ-ერთმა მათგანმა, ანდრეა ჩისტანამ შესაძლოა, გუნდი დატოვოს. მისი გაფორმება სერია A-ს წარმომადგენლებს სურთ და „რონდინელის“ ჩისტანას შენარჩუნება გაუჭირდება. „ბრეშას“ სიაში სამი ცენტრალური მცველია და ლოჩოშვილის გარდა, მაქსიმ ლევერბისა და ფედერიკო ბარბას ტრანსფერი განიხილება.

ლოჩოშვილმა სერია B-ს გასულ სეზონში, მონაწილეობა 22 შეხვედრაში მიიღო და საერტო ჯამში, მოედანზე 1689 წუთი გაატარა. Transfermarkt-ზე ლუკას ღირებულება 1.1 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბოლო საათებში რომა გააქტიურდა | მიქაუტაძისთვის ბრძოლაში ორი ფავორიტია
ბოლო საათებში რომა გააქტიურდა | მიქაუტაძისთვის ბრძოლაში ორი ფავორიტია