ილია თოფურია, მოვსარ ევლოევი
Aa
Aa

„თოფურიას თავმდაბალს გავხდი“ | ევლოევს სოციალურ ქსელში მაგრად დასცინეს

UFC-ის რუსმა მებრძოლმა, მოვსარ ევლოევმა MMA-ის მოყვარულებს სამომავლო გეგმები გაუზიარა. ევლოევმა X-ის საკუთარ გვერდზე რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა და ერთ-ერთში ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურია ახსენა.

„მას შემდეგ, რაც ალჯოსა (ალჯამეინ სტერლინგი) და მაქსს (მაქს ჰოლოუეი) დავანოკაუტებ, ილია თოფურიას თავმდაბალს გავხდი. ასეთია ჩემი გეგმა“, - განაცხადა მოვსარმა.

ევლოევის პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მას მაგრად დასცინეს. როგორც მოგეხსენებათ, რუს მებრძოლს UFC-ში ყველა ბრძოლა მსაჯების გადაწყვეტილებით აქვს მოგებული და X-ის მომხმარებლებმა სწორედ ეს ფაქტი შეახსენეს.

„შეიძლება, მოიგო, მაგრამ შენც კი არ გჯერა, რომ ვინმეს დანოკაუტება შეგიძლია“, - წერია ერთ-ერთ კომენტარში.

„მაქსს დაანოკაუტებ? ძალიან კარგი ხუმრობა იყო“, - აღნიშნულია მეორე კომენტარში.

„მეც მინდა ის, რასაც ეწევი“, - ამბობს X-ის მესამე მომხმარებელი.

შეგახსენებთ, რომ ევლოევმა ბოლო ბრძოლა 20 იანვარს გამართა და არნოლდ ალენი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. მას კარიერაში 18-ჯერ უჩხუბია და არც ერთხელ დამარცხებულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალვარესისა და მესის გოლებით | არგენტინამ კანადა დაამარცხა და კოპას ფინალშია
ალვარესისა და მესის გოლებით | არგენტინამ კანადა დაამარცხა და კოპას ფინალშია