ბურთის კონტროლში გვაჯობეს - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
ევრო 2024-ის ½-ფინალში ესპანეთმა საფრანგეთი 2:1 დაამარცხა. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს, სადაც ნიდერლანდები-ინგლისის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ესპანეთი ევროპის ჩემპიონატის ფინალში მეხუთედ გავიდა. „ფურია როხამ'' გასული 4-დან 3 ფინალი მოიგო (1964, 2008, 2012) და მხოლოდ ერთი დათმო (1984).
ფრანგთა მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მის გუნდს ესპანეთმა ბურთის კონტროლში აჯობა.
დიდიე დეშამი: „ესპანეთმა დაამტკიცა, რომ ძალიან კარგი გუნდია. მატჩის დასაწყისში იღბალი ჩვენს მხარეს იყო, როცა გოლი გავიტანეთ, მაგრამ შემდეგ მეტოქემ პრობლემები შეგვიქმნა, რადგან ბურთს უკეთ აკონტროლებდნენ. ესპანეთმა მისი თვისებები გამოავლინა.
ტექნიკური კუთხით შეცდომები გვქონდა, გარკვეულ მომენტებში ჩვენი მოქმედებები დაგვიანებული იყო. წინ საკმარისად ხშირად არ მივდიოდით’’.
ევრო 2024-ის მეორე ნახევარფინალში ნიდერლანდები - ინგლისის მატჩი 10 ივლისს, 23:00 საათზე დაიწყება.