საუთგეიტი: “გამიმართლა, რომ ასეთი ზღაპრული მოთამაშეთა ჯგუფი მყავს“
ევრო 2024-ის ნახევარფინალში ინგლისი ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, სამი ლომის მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
საუთგეიტი:
„ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი ზღაპრული მოთამაშეთა ჯგუფი მყავს, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ. ჩვენ განვიხილეთ, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა ნიდერლანდების წინააღმდეგ.
ჩემს რამდენიმე ფეხბურთელს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება არ ჰქონდა და თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინეს. შეიძლება ითქვას, მათ დიდებულად ითამაშეს. ლუკ შოუ დიდი ხნის განმავლობაში იყო ტრავმირებული და არ ჰქონდა შესაძლებლობა ეთამაშა ბოლო მატჩამდე, სადაც მან გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
ახლა უნდა გადავწყვიტოთ, მზად არის, თუ არა ის ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ, მაგრამ ძალიან გვიხარია, რომ ის დაბრუნდა. შოუ გვაძლევს ბალანსს, თუმცა კირან ტრიპიერმა ფანტასტიკური სამუშაო გასწია.“
შეგახსენებთ, რომ ინგლისისა და ნიდერლანდების დაპირისპირება 10 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.