ლადო კილასონია, მიხეილ ხახუბია, გიორგი ხაინდრავა, მიხეილ ყაჩლავაშვილი
Aa
Aa

იტალია დავამარცხეთ - ბორჯღალოსნების ბრწყინვალე გამარჯვება (U20)

რაგბიში, 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე იტალიის ნაკრები ლადო კილასონიას გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებთან 17:28 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებისთვის ლელო მიხეილ ხახუბიამ, გიორგი ხაინდარავამ და მიხეილ ყაჩლავაშვილმა დადეს. ასევე, საქართველოს ნაკრების აქტივში 1 საჯარიმო ლელოა.

პირველ ტაიმში არბიტრმა მოედნიდან იტალიელთა ორი მორაგბე გაასინბინა. პირველი ნახევარი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა - 10:14.

70-ე წუთზე მიხეილ ყაჩლავაშვილმა შესანიშნავად ითამაშა, ლელო დადო, ოთარ მეტრეველმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდა - 28:17. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა, 20-წლამდე ბორჯღალოსნებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს.

20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა იტალია ისე დაამარცხა, რომ ბონუსქულა მოიპოვა. თუ ინგლისის ნაკრები სამხრეთ აფრიკას ისე დაამარცხებს, რომ სამხრეთაფრიკელები ბონუსქულას ვერ აიღებენ, ქართველი მორაგბეები მე-5 ადგილისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

ფოტო/ვიდეო: რაგბი TV

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები