ლიონელ სკალონი
Aa
Aa

სკალონი: “კოპა ამერიკა და ევროპის ჩემპიონატი ერთი დონის არის“

როგორც მოგეხსენებათ, საფეხბურთო სამყაროში ერთმანეთის პარალელურად 2 დიდი ტურნირი იმართება. საუბარი ევროპის ჩემპიონატზე და კოპა ამერიკაზეა.

კოპა ამერიკაზე არგენტინის ეროვნული ნაკრები ნახევარფინალში კანადას უნდა დაუპირისპირდეს. მატჩის წინ, ალბისელესტეს დამრიგებელმა ლიონელ სკალონიმ საინტერესო განცხადება გააკეთა.

სკალონი:

„აბსოლუტურად ყველა სანაკრებო ტურნირი რთულია და ადვილი მოსაგები არცერთი არ არის. ევრო 2024-ის ნახევარფინალში ძლიერი ნაკრებები გავიდნენ. მათ ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატზე ვეთამაშეთ და ვფიქრობ თავი კარგად წარმოვაჩინეთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არგენტინა ევროპის ჩემპიონატს აუცილებლად მოიგებდა.

მიუხედავად ამისა, ვფიქრობ კოპა ამერიკა და ევროპის ჩემპიონატი ერთი დონის არის. საინტერესო იქნებოდა კოპა ამერიკაზე ევროპული ნაკრების ხილვა და პირიქით, არგენტინის ხილვა ევროპის ჩემპიონატზე.“

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები კანადას 10 ივლისს თბილისის დროით 04:00-დან დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალი კი ურუგვაისა და კოლუმბიას შორის გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
გაკპო: “ჩვენი ამბიცია ფინალში გასვლაა“
გაკპო: “ჩვენი ამბიცია ფინალში გასვლაა“