გარეთ საუთგეიტი, ჯორდან პიკფორდი
Aa
Aa

“ეჭვი არაფერში გვეპარება“ - საუთგეიტი და პიკფორდი 1/2 ფინალის წინ

ევრო 2024-ის ნახევარფინალში ინგლისი ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, სამი ლომის მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა და მეკარემ ჯორდან პიკფორდმა ჟურნალისტებთან ისაუბრეს.

რა თქვა საუთგეიტმა?

„ის ფაქტი, რომ ჩვენ მუდმივად პლეი-ოფში ვართ ნიშნავს სწორ მუშაობას, რომელიც საბოლოო ჯამში დადებით შედეგს მოგვცემს. ეჭვგარეშეა, რომ ნიდერლანდებს იმ გუნდებზე უკეთესი ხარისხი აქვს, რომლებსაც აქამდე ვეთამაშეთ.

ვფიქრობ, კუმანის ნაკრებს მოედნის ცენტრში დიდი ხარისხი აქვს და სხვა გუნდებზე ნაკლებ შეცდომებს უშვებს. რაც შეეხება საკას პენალტს, მასში სრულიად დარწმუნებული ვიყავი. ევრო 2020-ის ფინალი დავიწყებულია. გამიხარდა, რომ მის სახეზე ღიმილი დავინახე.“

რა თქვა პიკფორდმა?

„შვეიცარიის ბარიერის დასაძლევად დიდი ბრძოლა დაგვჭირდა, მაგრამ ეს არის რთული ტურნირი. არცერთი თამაში ადვილი არ არის და შვეიცარიასთან გამარჯვებამ დიდი შვება მოგვგვარა.

ნიდერლანდებს საკუთარი სათამაშო მახასიათებელი აქვს. მიუხედავად ამისა, მათი თამაში ჩვენსაზე გავლენას ვერ მოახდენს. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა დონის ხარისხს დავუპირისპირებთ. ეჭვი არაფერში მეპარება.

ჩვენ უდიდესი მენტალიტეტი გვაქვს და ამის სიტყვებით აღწერა შეუძლებელია. ვაგრძელებთ წინსვლას და ფინალში გასასვლელად აბსოლუტურად ყველაფერს გავაკეთებთ.“

შეგახსენებთ, რომ ინგლისისა და ნიდერლანდების დაპირისპირება 10 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რამდენიმე კლუბია დაინტერესებული“ | მეცში მიქაუტაძის მომავალზე ისაუბრეს
„რამდენიმე კლუბია დაინტერესებული“ | მეცში მიქაუტაძის მომავალზე ისაუბრეს