გიორგი ჩაკვეტაძე, ტომ კლევერლი
Aa
Aa

„გერმანიაში ფანტასტიკური იყო, მისით ვამაყობ“ | უოტფორდის თავკაცმა ჩაკვეზე ისაუბრა

„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომ კლევერლიმ გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა. „კრაზანების“ ინგლისელმა დამრიგებელმა განაცხადა, რომ „ჩაკვეს“ ფანტასტიკური ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა და მისით ამაყობს.

„მარტივად შეამჩნევდით, რომ 2023-24 წლების სეზონის ბოლო კვირებისას, გიორგის გონება მთლიანად ევროპის ჩემპიონატისკენ იყო მიმართული. იმედი მაქვს, ამ ფიქრებისგან სრულად გათავისუფლებული დაგვიბრუნდება და უოტფორდში სათამაშოდ მზად იქნება, რადგან ჩაკვეტაძე არის ფეხბურთელი, რომელიც ძალიან მომწონს.

მინდა, ყოველ კვირას, უოტფორდის მაისურით ისეთი ჩაკვე ვიხილოთ, როგორიც ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების რიგებში ვნახეთ. გერმანიაში ფანტასტიკური იყო და მისით ძალიან ვამაყობ.

უოტფორდთან დაკავშირებული ყველა ადამიანისთვის სასიხარულო ფაქტია, რომ ჩვენი ფეხბურთელები, მნიშვნელოვან სანაკრებო ტურნირებზე, კლუბს ღირსეულად წარმოაჩენენ. ევრო 2024-ზე, საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე აღმატებული განწყობით დაგვიბრუნდება და გერმანიაში ნაჩვენებ ფორმას კლუბშიც შეინარჩუნებს“.

შეგახსენებთ, რომ „უოტფორდისთვის“ სეზონი 10 აგვისტოს იწყება. ჩემპიონშიპის პირველ ტურში, „კრაზანები“ სტუმრად ითამაშებენ და „მილუოლს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ოსიმენის შეცვლა უფრო რთული იქნება, ვიდრე კვარასი“ - იტალიელი აგენტი
„ოსიმენის შეცვლა უფრო რთული იქნება, ვიდრე კვარასი“ - იტალიელი აგენტი