ბათუმის დინამო, ლუდოგორეცი
Aa
Aa

„ბათუმის დინამო ძლიერი გუნდია. რთული მატჩი იქნება“ - ლუდოგორეცის მწვრთნელი

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის „დინამო“ სტუმრად „ლუდოგორეცს“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ბულგარული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, გეორგი დერმენჯიევმა პრესკონფერენციაზე ბათუმური კლუბისა და მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

გეორგი დერმენჯიევი:

„გვაქვს თუ არა ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად რაიმე რეცეპტი? დიახ, ერთადერთი რეცეპტი, რაც არსებობს და რაც ყველაზე მარტივია - ესაა გამარჯვება. „დინამოს“ შესახებ ბევრი გვსმენია, ისევე როგორც მათ ჩვენს შესახებ. იციან, როგორც ვთამაშობთ და როგორი გუნდიც ვართ. მათგან არაფერი გაგვიკვირდება“.

„მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ. მიზანი რაც შეიძლება წინ წასვლაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ზოგადად, როგორც ფეხბურთელებს, ისე ხელმძღვანელებს ყოველთვის მაღალი მიზნები აქვთ“.

„რთულ თამაშს ველით. იმის მიუხედავად, რომ „დინამოს“ კარგად ვიცნობთ, საკმაოდ ორგანიზებული გუნდია, რომელიც თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს. მათ ახალწვეულებსაც კარგად ვიცნობთ. შიდაჩემპიონატში მათ თამაშებს ვუყურეთ და კარგად განვიხილეთ. ვფიქრობ, ქართული ფეხბურთი კარგად პროგრესირებს. პირველი მატჩი ყოველთვის რთულია, თან ამას ისიც ემატება, რომ რამდენიმე ფეხბურთელი დაგვაკლდება და დიდი არჩევანი არ გვექნება“.

შეგახსენებთ, რომ „ლუდოგორეცისა“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩი 10 ივლისს, საქართველოს დროით 22:00 საათზე დაიწყება, საპასუხო მატჩი კი ბათუმში, 17 ივლისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები