გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„მცირე დროში საოცარ პროგრესს მიაღწია“ | სანიოლის ასისტენტი მამარდაშვილს აქებს

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტმა, დევიდ უებმა გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა. უებმა „მამარდა“ შეაქო და განაცხადა, რომ მან „ვალენსიაში“, ძალიან მცირე დროში, დიდ პროგრესს მიაღწია.

„გიორგი მამარდაშვილმა ევროპის ჩემპიონატი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და რამდენიმე შეხვედრაში საოცარი იყო. ჩეხეთთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და ეს ჯილდო დამსახურებულად მიიღო.

მამარდაშვილს თანაგუნდელებთან კარგი კომუნიკაცია აქვს, როცა საუბარი ჩაწოდებებს ეხება და ვარჯიშებისას თავდაუზოგავად შრომობს. ვალენსიაში, ძალიან მცირე დროში, საოცარი პროგრესი ჰქონდა და თქვენც ხედავთ, ევროპაში ასეთ დიდ პატივს რატომ სცემენ“.

შეგახსენებთ, რომ დევიდ უები ვილი სანიოლის ასისტენტი ანალიტიკური მიმართულებით გასული წლის სექტემბერში გახდა. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, მან ESPN-ს საინტერესო ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ ტურნირის საგზურის მოპოვების შემდეგ, თბილისის ქუჩებში საოცრებები ხდებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჰოლოუეი ნაწილებად დაშლის“ | ომალის უცნაური განცხადება ილიაზე
„ჰოლოუეი ნაწილებად დაშლის“ | ომალის უცნაური განცხადება ილიაზე