ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კასანო
Aa
Aa

კასანო: იტალიაში გვძინავს, კვარას ტრანსფერი სასიამოვნო გამონაკლისია

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო თვლის, რომ იტალიური კლუბები ახალგაზრდა ტალანტების გასაფორმებლად დროულ ნაბიჯებს ვერ დგამენ და ამ მხრივ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი სასიამოვნო გამონაკლისია.

„დღეს ახალგაზრდა ტალანტებს შორის ჩემს ყურადღებას 17 წლის (სინამდვილეში 19 წლისაა) ანტონიო ნუსა იპყრობს. ის 2005 წელს არის დაბადებული და უბრალოდ ფენომენალურია. იტალიურ კლუბებს ვურჩევ, რომ იპოვონ ისეთი მოთამაშეები, რომლებიც მცველთან ერთი-ერთზე სიტუაციებში ძლიერები არიან.

მე არ უნდა მიწევდეს იტალიური კლუბებისთვის მსგავსი რჩევების მიცემა. მათ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედონ და მსგავსი მოთამაშე აიყვანონ. ცოტა დრო ამ შემთხვევაში ბევრს ნიშნავს, რადგან დრო ძვირად ფასობს და ფეხბურთელები შემდეგ ინგლისში ან გერმანიაში მიდიან. ორი წლის წინ ვამბობდი, რომ ჰლოზეკი ნიჭიერი მოთამაშე იყო, და ვინ წაიყვანა ის? ლევერკუზენმა, რადგან იტალიაში ჩვენ გვძინავს.

ასეთ ტრანსფერებთან დაკავშირებით სასიამოვნო გამონაკლისი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც ჯუნტოლიმ ნაპოლიში ჩამოიყვანა. ჯუნტოლიმ სასწაული მოახდინა, რომ ხვიჩა სერია A-ში თამაშობს. ვუყურებ ნუსას და მას სწორედ ქართველის მსგავსი მახასიათებლები აქვს. მსგავსი მოთამაშეების აყვანა იტალიურმა კლუბებმა ახლავე უნდა სცადონ“.

- დაწერა სოციალურ ქსელში კასანომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა და „ნაპოლი" ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ჯერაც ვერ ახერხებენ და ქართველი შემტევის მომავალი ამ დრომდე გაურკევევლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კლუბებს შორის შეთანხმება შედგა | დავითაშვილი ბორდოს ტოვებს
კლუბებს შორის შეთანხმება შედგა | დავითაშვილი ბორდოს ტოვებს