ლუკა გუგეშაშვილი, პანსერაიკოსი
Aa
Aa

ლუკა გუგეშაშვილი ბერძნულ კლუბში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების მეკარე, ლუკა გუგეშაშვილი კარიერას საბერძნეთის სუპერლიგის კლუბ „პანსერაიკოსში“ გააგრძელებს. ინფორმაციას ბერძნული კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„პანსერაიკოსის“ ცნობით, ლუკა გუგეშაშვილმა კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდში 23-ნომრიან მაისურს მოირგებს. 26 წლის მეკარე შეკრებას უახლოეს დღეებში შეუერთდება.

ქართველი მეკარე ბოლოს აზერბაიჯანულ „ყარაბაღში“ თამაშობდა და გუნდთან ერთად სამჯერ აზერბაიჯანის ჩემპიონატი, ორჯერ კი თასი მოიგო. „ყარაბაღის“ შემადგენლობაში მან 45 მატჩი ჩაატარა და 20-ჯერ შეძლო კარის მშრალად შენახვა.

მსგავსი სიახლეები