გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„რამდენიმე კლუბია დაინტერესებული“ | მეცში მიქაუტაძის მომავალზე ისაუბრეს

„მეცის“ პრეზიდენტმა, ბერნარდ სერინმა გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა. ფრანგული კლუბის პირველმა პირმა დაადასტურა, რომ ქართველ ფეხბურთელს რამდენიმე მსურველი ჰყავს და დასძინა, რომ მოლაპარაკებები ნელ ტემპში მიმდინარეობს.

„მიქაუტაძის ტრანსფერის თაობაზე, დიდი კონკურენციაა. მისით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული და ყველაფერი ნელ ტემპში ვითარდება, მაგრამ შესაძლებელია, მომდევნო კვირაში საკითხი დაჩქარდეს. კონკრეტული თანხა შერჩეული არ გვაქვს. კონკურენცია არსებობს და ეს ჩვენთვის კარგის ნიშანია“.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძის საკუთარ რიგებში ხილვით „რომა“, „ლანსი“ და „მონაკო“ ინტერესდებიან. ბოლო საათებში, „ჯალოროსის“ ვარიანტზე უფრო და უფრო მეტი იწერება და იტალიურმა გამოცემებმა განაცხადეს, რომ კლუბის ხელმძღვანელებს მისი საფეხბურთო პროფილი ძალიან მოსწონთ.

მიქაუტაძემ 2023/24 წლების სეზონი „მეცში“ დაიწყო, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე კი „აიაქსში“ გადავიდა. ამსტერდამულ კლუბში მან თავი ვერ გამოიჩინა, რის შემდეგაც „მეცში“ დაბრუნდა და ფრანგულმა კლუბმა მისი კონტრაქტი 13 მილიონ ევროდ გამოისყიდა. უცხოური პრესის მიხედვით, „მეცი“ გიორგის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს მოითხოვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისმა შეთავაზება გაზარდა - კვარას ორი ვარიანტი დარჩა?
დე ლაურენტისმა შეთავაზება გაზარდა - კვარას ორი ვარიანტი დარჩა?