მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, შონ ომალი
Aa
Aa

„ყველაზე მეტად პიოტრ იანის დამარცხებით ვამაყობ“ | დვალიშვილის ინტერვიუ

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი მაიკლ ბისპინგისა და ენტონი სმიტის პოდკასტის სტუმარი იყო. „მანქანამ“ სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონზე, შონ ომალიზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

რა ხდება შონ ომალისთან და როდის გაიმართება მათი ჩხუბი

„ვიცი, რომ ჩემი მომდევნო მეტოქე ომალი იქნება, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, როდის ვიჩხუბებთ. როგორც იქნა, ჩემი სახელი ახსენა და რამდენიმე ვიდეოც გაავრცელა, რომლებშიც ჩემი დაცინვა სცადა. სიმართლე გითხრათ, ამის დანახვამ გამახარა, რადგან ომალის 2018 წლიდან ვიწვევ და ვფიქრობ, ახლა საუკეთესო დროა, რომ ვიჩხუბოთ“.

როგორ აპირებს ომალისთან ჩხუბს

„ომალისთან ჩხუბი ჩემი საოცნებო ბრძოლაა. რა მოხდება? მთელი მსოფლიო ნახავს ჩემს სტრაიკინგს. ჭიდაობაში მაგარი ვარ, მაგრამ ახლა, მინდა დავამტკიცო, რომ სტრაიკინგშიც ძლიერი ვარ. მინდა, ომალის სახეში მაგრად მოვარტყა. ჰგონია, რომ ვიჭიდავებ, მაგრამ ასე არ იქნება და სახეში მაგრად მოვარტყამ. ვფიქრობ, ომალიზე უკეთესი მებრძოლი ვარ, მაგრამ მის სტრაიკინგს სათანადო პატივი უნდა ვცე“.

რომელი გამარჯვებით ამაყობს ყველაზე მეტად

„ყველაზე მეტად რუს პიოტრ იანთან მოპოვებული გამარჯვებით ვამაყობ. რუსეთის პოლიტიკას ვეწინააღმდეგები, მაგრამ კარგი და ცუდი ადამიანები ყველა ქვეყანაში არიან. რუსეთს საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი ოკუპირებული აქვს და ჩვენი მტერია, მაგრამ მხოლოდ ეს არ ყოფილა. იანს ადამიანების ჩაგვრა უყვარს და ნამდვილი გიჟია, რის გამოც მისი დამარცხება უფრო სასიამოვნო იყო“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა პიოტრ იანი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. „მანქანამ“ ბოლო ბრძოლა ჰენრი სეხუდოსთან გამართა და პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ მომდევნო ჩხუბი ქამრისთვის ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სან ანტონიომ გადაწყვეტილება მიიღო | მამუკელაშვილი თავისუფალი აგენტი გახდა
სან ანტონიომ გადაწყვეტილება მიიღო | მამუკელაშვილი თავისუფალი აგენტი გახდა