კილიან მბაპე, შონ ომალი
Aa
Aa

„ჰოლოუეი ნაწილებად დაშლის“ | ომალის უცნაური განცხადება ილიაზე

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, შონ ომალიმ საკუთარ პოდკასტში ილია თოფურიაზე ისაუბრა. „შუგამ“ უცნაური განცხადება გააკეთა და ჯერ „ელ მატადორი“ კოდი გარბრანდტს შეადარა, შემდეგ კი ქართველი მებრძოლი შეაქო.

„ილია მომდევნო კოდი გარბრანდტი იქნება. თოფურიამ გაიმეორა ის, რაც გარბრანდტმა დომინიკ კრუზთან გააკეთა და ახლა მაქს ჰოლოუეი ნაწილებად დაშლის, რის შემდეგაც მისი დაღმასვლა დაიწყება. განა მართლა... ილია UFC-ში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული უნარების მქონე მებრძოლია, მაგრამ მაინც ჯანდაბაში წასულა“.

ცნობისთვის, კოდი გარბრანდტი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონია. მან ტიტული 2016 წელს, დომინიკ კრუზის დამარცხებით დაისაკუთრა, მომდევნო 6 ბრძოლიდან კი ხუთში დამარცხდა. ბოლოს მან დეივესონ ფიგერედოსთან იჩხუბა და მახრჩობელა ილეთით წააგო.

თოფურიას რაც შეეხება, ქართველმა ბოლო ბრძოლაში ალექსანდრ ვოლკანოვსკი დააფინიშა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა. ილია ჰოლოუეის აქტიურად იწვევს და სავარაუდოდ, ქამარს პირველად სწორედ „დალოცვილის“ წინააღმდეგ დაიცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვოლკანოვსკის რემატჩი შევთავაზე, მაგრამ...“ - ილია თოფურია
„ვოლკანოვსკის რემატჩი შევთავაზე, მაგრამ...“ - ილია თოფურია