ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ვოლკანოვსკის რემატჩი შევთავაზე, მაგრამ...“ - ილია თოფურია

19 სექტემბერს, ესპანურ კინოთეატრებში ილია თოფურას შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის - „მატადორის“ პრემიერა გაიმართება, რომელიც თავიდან-ბოლომდე ქართველი მებრძოლის საჩემპიონო გზას ეხება.

ცოტა ხნის წინ, ცნობილმა ესპანურმა ტელევიზია Movistar Plus-მა, რომლის დახმარებითაც დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, ფილმიდან ამონარიდი და ილია თოფურიას მცირე კომენტარი გამოაქვეყნა, რომელშიც „მატადორი“ ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან შესაძლო რემატჩზე საუბრობს.

რას თქვა ილიამ:

„ვოლკანოვსკიმ იცის, რომ ის მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონია. ახლა ძალიან იმედგაცრუებულია და მედიასთან ლაპარაკის მეტი არაფერი შეუძლია. თუ ჩემზე არ ისაუბრებს, მას ყურადღებას საერთოდ აღარ აქცევენ. რომელ ბრძოლაზე ვამბობ უარს? სად? დიახ, მას რემატჩი შევთავაზე, მაგრამ ბოლოს მან ორჯერ საკმაოდ მძიმე ნოკაუტი მიიღო. ბოლო 1 წელში ის საკმაოდ, საკმაოდ საცოდავ ადამიანად გამოიყურებოდა. მან თავი უნდა დაასვენოს, მანევრირების დიდი ადგილი არ აქვს. რა თქვა ვოლკანოვსკიმ? რომ ჩემს ცემას აპირებდა? და რა მოხდა შემდეგ? წააგო“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოკლანოვსკი ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში ნოკაუტით დაამარცხა და საქართველოს ისტორიაში UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა. „მატადორის“ მომდევნო მეტოქე, დიდი ალბათობით, მაქს ჰოლოუეი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილია მაქსს დიდ პრობლემას შეუქმნის“ - თოფურიას ყოფილი მეტოქე
„ილია მაქსს დიდ პრობლემას შეუქმნის“ - თოფურიას ყოფილი მეტოქე