ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი
Aa
Aa

„შეტევაში შეუძლია X ფაქტორი იყოს, მაგრამ...“ - ფრანგი ჟურნალისტი ზურიკოს სენტ-ეტიენში ტრანსფერზე

ცნობილი ფრანგული გამოცემა Talk-ის ჟურნალისტი და „ბორდოს“ გულშემატკივარი, ჯონათან დ’აგოსტინო „სენტ-ეტიენში“ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ჟირონდელებმა ქართველი ფეხბურთელი მოსალოდნელზე დიდ თანხად გაყიდა.

რას ამბობს დ’აგოსტინო:

„ვფიქრობდი, რომ მას 3-4 მილიონად გავყიდდით და კარგია, თუ ამ ტრანსფერში უფრო მეტი თანხის აღებას შევძლებთ. საკმაოდ კარგ ფასად გაიყიდა. სიმართლე გითხრათ, სკეპტიკურად ვუყურებ ამ ფეხბურთელის შანსებს ლიგა 1-ში, მაგრამ იმედი მაქვს, ვცდები. „ბორდოში“ ყოფნის პერიოდში, დაცვით ფაზაში და ასევე, ტაქტიკური თვალსაზრისით მისი თამაშით კმაყოფილი არ ვიყავი, მაგრამ თუ მოინდომებს და თამაშში ყველაფერს ჩადებს, შეუძლია შეტევაში X ფაქტორი იყოს. ამ მოთამაშის იმედი ყველას შეუძლია ჰქონდეს, მაგრამ მან ყველაფერი არა მხოლოდ 2-3 თვის განმავლობაში, არამედ მთელი სეზონის მანძილზე უნდა გააკეთოს“.

ფრანგულ მედიაში აქტიურად იწერება, რომ ზურიკო დავითაშვილი უახლოეს საათებში „სენტ-ეტიენის“ ფეხბურთელი გახდება. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა შემტევმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ახლა მხოლოდ ტრანსფერის გაოფიციალურება დარჩა საჭირო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დი ლორენცო და ხვიჩა რჩებიან! კვარას კი მხოლოდ ორი ვარიანტი დარჩა“ - იტალიური მედია
„დი ლორენცო და ხვიჩა რჩებიან! კვარას კი მხოლოდ ორი ვარიანტი დარჩა“ - იტალიური მედია