„მის მოსაპოვებლად ორი კლუბი იბრძვის“ - ცნობილი ინსაიდერი მიქაუტაძეზე
ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი და ინსაიდერი, მოჰამედ ტუბაშ-ტერი გიორგი მიქაუტაძის მომავალთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას აქვეყნებს და ამბობს, რომ ქართველი ფეხბურთელის გადაბირებაზე ფავორიტი ორი ფრანგული კლუბია.
ამ დრომდე, ქართველი ფეხბურთელი რამდენიმე კლუბს დაუკავშირეს, მათ შორის - ინგლისურ „ვესტ ჰემს“, იტალიურ „რომას“, „მარსელს“, „ლიონს“, „ლანსს“ და „მონაკოს“, თუმცა, ტუბაშ-ტერი აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებებში მოწინავე პოზიციებზე მხოლოდ „მონაკო“ და „ლანსი“ არიან.
მისივე თქმით, ორივე კლუბის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ მიქაუტაძის გარემოცვას და მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის, „მონაკოს“ წინადადება უფრო რეალურია, რის გამოც, „ლანსს“ მოლაპარეკებების პროცესი ურთულდება.
Rien de fait pour Mikautadze !!
— Mohamed TOUBACHE-TER (@MohamedTERParis) July 8, 2024
La volonté du board lensois de le faire est tjrs là tout en confessant que ça se complique au vu de la proposition du board monégasque… ce dernier a bien répliqué.
Les 2 clubs se battent. #RCLens #ASMonaco
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე გასული სეზონის დასაწყისში „მეციდან“ ამსტერდამის „აიაქსში“ გადავიდა, თუმცა, ნიდერლანდურ კლუბში თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ მიეცა და ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კვლავ „მეცში“, იჯარის წესით დაბრუნდა, სადაც 22 მატჩში 14 გოლი გაიტანა.
სეზონის დასრულების შემდეგ, „მეცმა“ მიქაუტაძე „აიაქსიდან“ გამოისყიდა და დიდი ალბათობით, უახლოეს პერიოდში რომელიმე კლუბში გაყიდის.