„კონტეს გადაწყვეტილება მტკიცეა და ამიტომ, ორივე ნაპოლიში რჩება“ | CDS-ის რედაქტორი კვარა-დი ლორენცოზე
გავლენიანი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ის დირექტორმა, ივან ძაძარონიმ ხვიჩა კვარაცხელიასა და ჯოვანი დი ლორენცოს მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ორივე ფეხბურთელი მომავალ სეზონში კვლავ „ნაპოლის“ ღირსებას დაიცავს.
რას წერს ძაძარონი:
„ჯოვანი დი ლორენცო და ხვიჩა კვარაცხელია კლუბს არ დატოვებენ. ახლა გუნდში ჰაერი შეიცვალა. როდესაც ანტონიო კონტე მტკიცედ გადაწყვეტს რაიმეს, ის ამას ყოველთვის ასრულებს. ამჯერად, მან გადაწყვიტა, რომ ეს ფეხბურთელები არ გაეშვა და თავის მიზანს მიაღწია. მისი გზა მძიმეა, მაგრამ ეფექტური. როდესაც კლუბში მოვიდა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ დი ლორენცოს და კვარას გაშვებას არ აპირებდა და ბოლო დღეებში ცხადი გახდა, რომ ორივე კვლავ ნეაპოლში დარჩება“.
იტალიურ მედიაში გავრცელებული ბოლო ცნობებით, ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვასა და „ნაპოლის“ შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ცნობილი ტელევიზია RAI აღნიშნავს, რომ კლუბის მიერ შეთავაზებული ანაზღაურება, რაც წლიურად 5.5 მილიონ ევროს გულისხმობს, ქართველი ფეხბურთელის მხარეს არ აკმაყოფილებს.