დიდიე დეშამი
Aa
Aa

დეშამი: “ესპანეთს ყოველთვის კარგი ნახევარდაცვა ჰყავდა“

ევრო 2024-ის ნახევარფინალში ესპანეთი საფრანგეთს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, მამლების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა დეშამმა?

„ესპანეთის ნაკრებს ყოველთვის კარგი ნახევარდაცვა ჰყავდა. მათ თამაშის კონტროლის უნარი აქვთ. უნდა გამოვყო როდრი, რომელიც ამ ნაკრების მთავარი ტვინია. ეს ის გუნდია, რომელსაც აქამდე საუკეთესო ჩემპიონატი ჰქონდა. ესპანეთი ყველა თამაშის შემდეგ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა.

მაიკ მენიო დიდებული მეკარეა და ამას აღნიშვნა არ სჭირდება. ის ამ ნაკრების ლიდერია. ხალხი ამას ვერ ამჩნევს, მაგრამ მისი ნიჭის შემჩნევა ერთ ღამეში რთულია. დამატებითი დრო პორტუგალიასთან მბაპესთვის ცოტა რთული აღმოჩნდა.

რა თქმა უნდა, ესპანეთთან ის აუცილებლად მოედანზე იქნება, თუმცა კუნთი აწუხებს. იმიტომ შევცვალე, რომ მინდოდა მაქსიმალურად დასვენებული ყოფილიყო. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო და დარწმუნებული ვარ, კილიანი გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს.“

შეგახსენებთ, რომ ორივე გუნდმა რთული მეოთხედფინალი გამოიარა. ესპანეთმა მასპინძელ გერმანიას მოუგო, ხოლო საფრანგეთმა ერთ-ერთ მთავარ ფავორიტ პორტუგალიას.

ესპანეთისა და საფრანგეთის დაპირისპირება 9 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Opta-ს ფავორიტები | ვის აქვს ევრო 2024-ის მოგების საუკეთესო შანსი
Opta-ს ფავორიტები | ვის აქვს ევრო 2024-ის მოგების საუკეთესო შანსი