ხვიჩა კვარაცხელია, ჯანკარლო პადოვანი
Aa
Aa

„მისი მომავალი მისივე გადასაწყვეტი უნდა იყოს“ - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექსპერტმა, ჯანკარლო პადოვანმა Sky Sports-ის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას მომავლის შესაძლო სცენარზეი საუბრა და ქართველი ფეხბურთელის გარშემო შექმნილი გარემოებები განიხილა.

რას ამბობს პადოვანი:

„კვარა ძლიერი ფეხბურთელია და კარგი ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა. არ მიკვირს, როდესაც ვხედავ, თუ როგორ და რატომ ცდილობს „ნაპოლი“ მის შენარჩუნებას. კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე ამომავალ ვარსკვლავად არ ჩასულა, ის უკვე შემდგარი ვარსკვლავია და ტურნირზე მისგან ყველა ბევრს ელოდა“.

„რაც შეეხება მის მომავალს, „ნაპოლი“ მართალია, როდესაც ამბობს, რომ ფეხბურთელთან მოქმედი ხელშეკრულება აკავშირებს და ამის დაცვას მოითხოვს. კლუბმა არაერთხელ გამოთქვა მზაობა კონტრაქტის გადახედვასა და გახანგრძლივებაზე. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ კვარას ანაზღაურებას 1.5 მილიონიდან 3-4 მილიონამდე უმატებენ, პსჟ კი 7.5 მილიონს სთავაზობს. რა უნდა ქნას ასეთ დროს ფეხბურთელმა?“

„გამოსასყიდი პუნქტის მომავალი წლიდან ამოქმედება? ამის არ მესმის... თუ არსებობს იმის რისკი, რომ კლუბმა ფეხბურთელი გაყიდოს, რატომ უნდა მოიცადოს ერთი წლით. დე ლაურენტისს შეუძლია პარიზული კლუბისგან მინიმუმ 80 მილიონი ევრო მიიღოს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ფეხბურთელის შენარჩუნება თავად ანტონიო კონტეს სურს და ქართველს მის სათამაშო სქემაში მთავარი როლი ექნება. კვარაცხელია ძლიერი ფეხბურთელია და განსაკუთრებულად, ინდივიდუალურ დუელებში არის დომინანტი. შესაბამისად, თანამედროვე ფეხბურთში მისი ყოფნა უმნიშვნელოვანესია. ის რიცხობრივ უპირატესობას ქმნის, რომელსაც გოლებიც მოაქვს“.

„როგორ დამთავრდება ყველაფერი? ასეთ დროს ფეხბურთელის სურვილი გადამწყვეტი უნდა იყოს. თუ ის „ნაპოლიში“ დარჩენას გადაწყვეტს, გულშემატკივრებისთვის და კლუბისთვის დიდ საქმეს გააკეთებს“.

იტალიურ მედიაში გავრცელებული ბოლო ცნობებით, ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვასა და „ნაპოლის“ შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ცნობილი ტელევიზია RAI აღნიშნავს, რომ კლუბის მიერ შეთავაზებული ანაზღაურება, რაც წლიურად 5.5 მილიონ ევროს გულისხმობს, ქართველი ფეხბურთელის მხარეს არ აკმაყოფილებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფრანგული მედია: პსჟ-მა კვარაზე უარი თქვა და უფრო იაფიანი გამოსავალი იპოვა
ფრანგული მედია: პსჟ-მა კვარაზე უარი თქვა და უფრო იაფიანი გამოსავალი იპოვა