ატლეტიკო, ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, პსვ, ვალტერ ბენიტესი
Aa
Aa

მამარდა გამოირიცხა? ატლეტიკო პსვ-ს მეკარესთან აწარმოებს მოლაპარაკებას

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მამარდაშვილის მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია. ქართველი მეკარის გადაბირებით არაერთი გუნდი ინტერესდება.

იყო საუბრები, რომ მამარდას ტრანსფერი მადრიდის ატლეტიკოს სურდა, თუმცა, როგორც ჩანს როხიბლანკო აქცენტს სხვა კარის დარაჯზე აკეთებს.

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ მადრიდულმა კლუბმა ვოლტერ ბენიტესთან დაიწყო მოლაპარაკება.

რომანოს თქმით, ატლეტიკო პსვ-ს მეკარეს გრძელვადიან კონტრაქტს სთავაზობს და მას, როგორც მომავლის მეკარეს, ისე უყურებს.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სიმეონეს გუნდმა გიორგი მამარდაშვილი დაივიწყა. ამის პარალელურად, დღეს გავლენიანმა გამოცემა MARCA-მ ვალენსიას მიდგომაზე დაწერა, რომელიც გიორგის ტრანსფერს ხელს უშლის.

ღამურები ქართველი მეკარის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროზე მეტს ითხოვენ და თუ აღნიშნულ წყაროს დავუჯერებთ, 40 მილიონზე მეტის გადახდას საერთოდ არცერთი გუნდი არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამედიცინო შემოწმება დაიგეგმა - რაფა მარინი ცალი ფეხით ნაპოლიშია
სამედიცინო შემოწმება დაიგეგმა - რაფა მარინი ცალი ფეხით ნაპოლიშია