Opta-ს ფავორიტები | ვის აქვს ევრო 2024-ის მოგების საუკეთესო შანსი
ევრო 2024-ზე, ნახევარფინალური წყვილების ვინაობა გაირკვა და ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ, Opta-მ საკუთარი სუპერკომპიუტერის პროგნოზები შემოგვთავაზა. Opta ტურნირის ფავორიტად საფრანგეთის ნაკრებს ასახელებს და „სამფეროვანთა“ ჩემპიონობის შანსს 30.49 პროცენტით აფასებს.
დიდიე დეშამის გუნდი ნახევარფინალში ესპანეთს ხვდება და ევროპის ჩემპიონატის ფავორიტთა რეიტინგში „ფურია როხა“ მეორე პოზიციას იკავებს. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი საფრანგეთთან ძალიან ახლოსაა და Opta-ს მიხედვით, მისი ტრიუმფის შანსი 30.30 პროცენტია.
„სამფეროვნებსა“ და „ფურია როხას“ ინგლისის ნაკრები მოჰყვება. გარეთ საუთგეიტის გუნდი უსახურ ფეხბურთს აჩვენებს, მაგრამ ნიდერლანდებზე წინ მაინც გავიდა. „სამი ლომის“ ჩემპიონობის შანსები 22.98 პროცენტით ფასდება, „ნარინჯისფრების“ – 16.23 პროცენტით.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საფრანგეთის ნახევარფინალურ მატჩს სამშაბათს ვიხილავთ. შეხვედრა თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება. ინგლისისა და ნიდერლანდების ნაკრებების თამაში 10 ივლისს, იმავე დროს დაიწყება.