სამედიცინო შემოწმება დაიგეგმა - რაფა მარინი ცალი ფეხით ნაპოლიშია
ანტონიო კონტე დაცვის ხაზის გაძლიერებას აგრძელებს. ცნობილია, რომ სულ მალე სპინაცოლას ტრანსფერი გაოფიციალურდება.
მარცხენა ფლანგის შემდეგ კი ნაპოლიმ ცენტრალური დაცვის ხაზის გაძლიერებაზეც იზრუნა. MARCA-ს ინფორმაციით, მადრიდის რეალის აღზრდილი რაფა მარინი სულ მალე პარტენოპეის შეუერთდება.
წყაროს ცნობით, ესპანელი უკანახაზელი დღეს ნეაპოლში ჩაფრინდა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. სულ მალე კი ტრანსფერი გაოფიციალურდება. საუბარი 5-წლიან კონტრაქტზეა.
აღსანიშნავია, რომ მარინს სამეფო კლუბის პირველ გუნდში არასდროს უთამაშია და ნაპოლის მისი ტრანსფერი 12 მილიონი ევრო უჯდება. გამოსასყიდ თანხად კი 70 მილიონ ევროს ჩაუწერენ.
თუ რეალი 22 წლის ფეხბურთელის დაბრუნებას მოინდომებს, კონტრაქტში ჩაიდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც მას 50 მილიონ ევროს გამოისყიდიან.
შეგახსენებთ, რომ რაფა მარინმა გასული სეზონი იჯარის წესით ალავესში გაატარა, სადაც სოლიდური შთაბეჭდილება დატოვა და ასე მიიქცია ნაპოლის ყურადღება.