საუთგეიტი, საკა, დე ვრაი | ევროს მე-19 დღის გამორჩეული ფაქტები
გერმანიაში მიმდინარე ევრო 2024-ის მე-19 სათამაშო დღეს, ინგლისი-შვეიცარიისა და ნიდერლანდები-თურქეთის მატჩები გაიმართა. CrystalSport-ი გთავაზობთ დღის გამორჩეულად საინტერესო ფაქტებსა თუ სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც ამ შეხვედრებსა და მათში მონაწილე ფეხბურთელებს უკავშირდება.
ინგლისის ნაკრებს შვეიცარიასთან უკვე 14 მატჩია არ წაუგია - 10 მოგება და 4 ფრე. ეს სერია 1981 წლიდან იწყება.
ინგლისის ნაკრების მონაწილეობით, ევროს 1/4 ფინალური 5-დან 4 მატჩის გამარჯვებული პენალტების სერიაში გაირკვა.
შვეიცარიის ნაკრების მონაწილეობით, ევროს პლეი-ოფის ბოლო 5-დან 4 მატჩის გამარჯვებული პენალტების სერიით გაირკვა.
ინგლისის ნაკრებს ისტორიაში 4 პენალტების სერია აქვს მოგებული და მათგან ორი შვეიცარიის ნაკრებთან - პირველი 2019 წელს, ერთა ლიგის 1/2 ფინალში.
ინგლისის ნაკრებმა ისტორიაში მე-10 პენალტების სერია ითამაშა და მეორედ მოხდა, როცა მისმა ფეხბურთელებმა სერიის ყველა პენალტი გაიტანეს - პირველად 1996-ში ესპანეთთან (4-დან 4).
მას შემდეგ, რაც ჯგუფური ეტაპი შემოიღეს, ინგლისის ნაკრების ევროპის ჩემპიონატის 1/2 ფინალში, ზედიზედ ორ ტურნირზე, ისტორიაში პირველად გავიდა.
მას შემდეგ, რაც ჯგუფური ეტაპი შემოიღეს, ინგლისის ნაკრები ევროს 1/2 ფინალში მესამედ ითამაშებს - 1996; 2020 და 2024. ბოლო ორში საუთგეიტი მწვრთნელია, 1996-ში კი ფეხბურთელი იყო და ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა.
პენალტების გამოკლებით, გარეტ საუთგეიტს ევროს ფინალური ეტაპის მატჩი არასდროს წაუგია - 8 მოგება და 4 ფრე.
შვეიცარიის ნაკრები დიდი ტურნირის 1/4 ფინალში ისტორიაში მეხუთედ გავიდა და ყველა მათგანი წააგო - 1934; 1938; 1954; 2020 და 2024.
ევრო 1996-იდან მოყოლებული, ინგლისის ნაკრებმა დიდი ტურნირების პლეი-ოფში 11 მატჩი ჩაატარა და 8 მათგანი დამატებით დროში გადავიდა (მათგან ბოლო 4 ზედიზედ).
ინგლისის ნაკრებმა შვეიცარიასთან პირველივე ზუსტი კარში დარტყმით გაიტანა, იგივე მოხდა სლოვაკეთთან მატჩშიც.
ბუკაიო საკა არსენალის მე-3 ფეხბურთელია, რომელსაც ევროზე ინგლისისთვის გოლი გაუტანია - ტონი ადამსი (1988) და ტეო უოლკოტი (2012).
ინგლისი-შვეიცარიის მატჩის პირველ ტაიმში ზუსტი კარში დარტყმა არ ყოფილა - ბოლო ორი ევროპის ჩემპიონატის ჩათვლით, ეს ერთადერთი მატჩია, რომელშიც ასე მოხდა.
დიდი ტურნირების ეგიდით, ბრილ ემბოლომ მე-5 გოლი გაიტანა და, შვეიცარიელებს შორის, მხოლოდ ჯერდან შაქირისა (10) და იოზეფ ჰიუგის (6) ჩამორჩება.
ფაბიან შერმა, დიდი ტურნირების ეგიდით, მე-8 ყვითელი ბარათი მიიღო, რაც ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია - ამდენივე აქვთ მიხაელ ბალაკს, გიორგიოს კარაგუნისსა და კრიშტიანუ რონალდუს.
ინგლისისა და შვეიცარიის ნაკრების ძირითადი 11-11 კაცის სტატისტიკის მიხედვით, ჯამურად ევროპის ჩემპიონატზე 197 მატჩი ჰქონდათ ჩატარებული, რაც ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ჯუდ ბელინგემმა ინგლისის ნაკრების მაისურით 34-ე მატჩი ჩაატარა და ყველა მათგანი არაბრიტანული კლუბის ფეხბურთელის რანგში - დორტმუნდი (24) და რეალი (10). ისტორიაში მხოლოდ ორი კაცია, ვისაც, ლეგიონერის რანგში, უფრო მეტი მატჩი ჩაუტარებია - დევიდ ბექჰემი (55) და ოუენ ჰარგრივზი (39).
ნიდერლანდების ნაკრები ევროს 1/2 ფინალში 2004 წლის შემდეგ პირველად გავიდა - მაშინ პორტუგალიასთან დამარცხდნენ.
ნიდერლანდების ნაკრებმა, დიდი ტურნირების ეგიდით, ბოლო 8-დან მე-6 მეოთხედფინალური მატჩი მოიგო.
ნიდერლანდების ნაკრებმა ერთ ევროზე პლეი-ოფის ორი მატჩი ისტორიაში მეორედ მოიგო - პირველად 1988-ში, ასევე გერმანიაში, შემდეგ ჩემპიონები გახდნენ.
თურქეთის ნაკრებმა ისტორიაში მეორედ წააგო ევროზე ისეთი მატჩი, რომელშიც ანგარიში თავად გახსნა - პირველად ევრო 2008-ზე გერმანიასთან.
თურქეთის ნაკრების ფეხბურთელებმა მიმდინარე ტურნირზე 19 ყვითელი ბარათი მიიღეს, რაც ერთ ევროზე მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია - 1996-ში ჩეხეთის მოთამაშეებმა 19 ყვითელი და 1 წითელი ბარათი დაიმსახურეს, თუმცა მათ ამისთვის 6 მატჩი დასჭირდათ, თურქებს - 5.
მერტ მიულდურის ავტოგოლი, ბოლო 5 ტურნირზე, პირველია, რომლითაც ბენეფიტი ნიდერლანდების ნაკრებმა მიიღო - ბოლოს ასეთი რამ ევრო 2004-ის 1/2 ფინალში მოხდა, როცა ჟორჟე ანდრადემ შეაგდო თავის კარში, მაგრამ ის მატჩი ნიდერლანდებმა მაინც წააგო.
შტეფან დე ვრაიმ, ნიდერლანდების ნაკრების მაისურით, 2015 წლის მარტის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა.
სამეთ აქაიდინის გოლი, თურქეთის ნაკრებისთვის მცველის მიერ გატანილი მე-4 გოლი იყო - მიმდინარე ტურნირზე არც ერთი სხვა ნაკრების მცველებს ამდენი გოლი არ გაუტანიათ.
ჰაქან ჩალჰანოღლუმ ევროს ფინალურ ეტაპზე მე-9 მატჩი ჩაატარა, რაც, თურქებს შორის, რეკორდის გამეორებაა - ამდენივე აქვს რუშთუ რეჩბერს.
ჯოშუა ზირკზე, ნიდერლანდების ნაკრების ისტორიაში, მე-4 ფეხბურთელია, რომელსაც სანაკრებო დებიუტი პირდაპირ ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა - უიმ მუსტეჯი (1976); მარტიენ ვრაისენი (1980); კოდი გაკპო (2020) და ჯოშუა ზირკზე (2024).