ილია თოფურია
Aa
Aa

2024 წლის საუკეთესო ნოკაუტები | რომელზეა ილია თოფურია?

UFC-იმ 2024 წლის პირველი ნახევრის საუკეთესო ნოკაუტები დაასახელა. პრესტიჟულმა საბრძოლო ორგანიზაციამ 5 ნოკაუტი გამოარჩია და საუკეთესოთა შორის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურია მოხვდა.

„ელ მატადორი“, რომელმაც ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაანოკაუტა, მეორე ადგილზე იკავებს. ილია მხოლოდ მაქს ჰოლოუეის ჩამორჩება, რომელმაც ჯასტინ გეიჯი დააფინიშა და UFC-ის აზრით, ჯერჯერობით საუკეთესო ნოკაუტის ავტორია.

ჰოლოუეისა და თოფურიას ალექს პერეირა მოჰყვება, რომელმაც ირჟი პროხაზკა ბრუტალური ფინიშით დაამარცხა. მეოთხე ადგილზე ვინისიუს ოლივეირაა ბერნარდო სოპაისთან გაფორმებული ნოკაუტით, ხოლო ხუთეულს დასტინ პორიე ასრულებს - ბენუა სენ-დენისთან.

როგორც მოგეხსენებათ, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ თოფურიას მომდევნო მეტოქე სწორედ ჰოლოუეი იქნება. „ელ მატადორმა“ სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ პირველი იქნება, ვინც „დალოცვილს“ დაანოკაუტებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი სტილი ძალიან მომწონს, საოცარი ფეხბურთელია“ | საა კვარაცხელიას აქებს
„მისი სტილი ძალიან მომწონს, საოცარი ფეხბურთელია“ | საა კვარაცხელიას აქებს